"ჩვეულებრივად მოდის საღამო,
სხვა საღამოებს ისე აგრძელებს,
თითქოსდა წინა საღამოები ამ საღამოში მთლიანდებიან
და
მეორდება,
მეორდება დიდი წრებრუნვა,
რომელიც
მუდამ რაღაცას მალავს,
რისი მიგნებაც სურდა თაობებს
და
მონდომებით დღესაც ეძებენ.
თანდათან უფრო მარტო დარჩები,
უმჯობესია, რომ შეეჩვიო მდუმარედ ყოფნას................"
მიმაგრებული სურათი