”მაინც რა კარგი კვირა იყო.
თუ არ ჩავთვლით გამთენიისას შემოხეტებულ
შუახნის ღატაკს,
მან თქვა: ”ყველაზე იაფი”
და
იატაკზე გადაზომა თავისი მკვდარი.
აარჩია სიფრიფანა უგემოვნო თეთრი სუდარა
და
ფეხაკრეფით უკან გაბრუნდა.
თითქოს გაქრა.......
მისი მკვდარი ჰგავდა ამოჩრილ ყვავილს ნაგავში.
სიკვდილია ჩემი სიმდიდრის გარანტია.
დამკრძალავი ბიუროს კაცის ლოდინი
ემთხვევა მიწის მოლოდინსაც.
გეგმავს:
ვარაუდით მაინც გამოვთლი ახალ კუბოს.
საშუალო სიმაღლის მკვდარს გამოვაკლოთ მისი სული
დიდი-დიდი სულ ცოტათი დაპატარავდეს.
საღამოა.....
სიჩუმეში ისმის კაკუნი.
კადრი გარედან:
თავდახრილი კაცი ჩაქუჩით, სალაშინი, ლურსმნების გროვა..........”
მიმაგრებული სურათი