მინდა სახლი
მინდა ჩაი
მინდა ყავა
მინდა ფული
მინდა ყოფნა
მინდა ყოფნა კლეოპატრას აბაზანაში
მინდა სარეკლამო პაუზა
მინდა ფროიდის ფსიქოანალიზის მეორე ტომი
და ფროიდის ფსიქოანალიზის მესამე ტომი
და ფროიდის ფსიქოანალიზის მეოთხე ტომი
მინდა ევოლუცია
მინდა ფსიქიკური მუტაცია
მინდა მე უოტ უიტმენი ვიყო
და თქვენ იყოთ ტერორისტები
მინდა დადა
მინდა დედა
მინდა ევროკავშირი და ევრორემონტი
მინდა შიშინი
შავი შაშვი
შიო შორაპანი
შავსა კაცსა შავქუდოსანსა
მინდა ასფალტი
მინდა ლინდა
მინდა პანდა
მინდა ინკლუზიური ანგელოზები
და ექსკლუზიური გადაცემები `ბი-ბი-სი-“ზე
მინდა პირად ანგარიშზე 100 მილიონი მეჯდეს
და კალთაში "მის ამერიკა” მეჯდეს
მინდა ყავა
მინდა ყავა
მინდა ყავა და უკაცრიელი კუნძულები
მინდა ასიმეტრიული ღმერთები
და სიმეტრიული მეგობრები
მინდა ეკონომიკური კოლაფსის ფორმულა
და ადამიანური ბედნიერების ფორმულა
მინდა იაფფასიანი არაყი
და იახტა დარდანელის სრუტეში
და იახტა წყნარ ოკეანეში
მინდა გონკურების პრემია
მერე ბუკერის პრემია
მერე ნობელის პრემია
რომ ვიყიდო სახლი
რომ ვიყიდო თოჯინები ჩემი ცოლისთვის
რომ ვიყიდო მშვიდი სიკვდილი
რომ ვიყიდო სამოთხეში პატარა ფართი
სადაც კარგად გამოვიძინებ...............................
პ.შ.
მიმაგრებული სურათი