ნახევარი ფინჯანი ყავა დილის 6-ის ნახევარზე
და
სალამი საყვედურებით აღსავსე სამყაროს
იფიქრე
არ იფიქრო
იფიქრე იმაზე რაც ფიქრად არ ღირს
სრულიად მარტო სრულიად ცოცხალი
ბალტიისპირა სოფლის ღამეში
მთვრალი ცივ ზღვაში წელამდე მდგარი
შენ რაღაცას მღეროდი
და
თურმე მღეროდი
წამით მოლანდებულ
სიკვდილს
იფიქრე
არ იფიქრო
იფიქრე იფიქრე
იფიქრე დროზე
და
თბილისზე
იფიქრე სივრცეზე
თბილისი რომ გიყვარდა და აღარ გიყვარს
სიკვდილი რომ ან ახლოა ან შორია ან საერთოდ არ არსებობს
ამაზე იფიქრე - ამაზე ფიქრი არ ღირს და იფიქრე
იფიქრე
როგორ გეზიზღება შენი თავი
და
შენი თანდაყოლილი ახირება -
ძალიან სერიოზულად მოეკიდო ცხოვრებას
რის გამოც ისჯები
ალბათ
ცარიელი ფინჯანი ყავა დილის 6 საათზე
და
ფიქრი იმაზე რაც ფიქრად არ ღირს...............
ზ.რ.
მიმაგრებული სურათი