მე არ ვარ მიწა
და მიწადაც ვეღარ ვიქცევი,
ვარ ფეხადგმული ტერიტორია,
იძულებით ადგილნაცვალი-
ჩემი სხეულით,
ჩემი გულით,
ჩემი ფიქრებით
თანდათანობით გადავიქეცი იმ მინდვრებად,
რომ გადაბუგეს
და საფლავებად
ბნელ სარდაფებში და ძველ ბაღებში რომ გადამალეს-
და ბორცვად ქცევას რომ ვერ ბედავენ
საგულდაგულოდ დატკეპნილები.
ვიქეც უძრავ ტერიტორიად,
მხოლოდ ბუფერად -
ისევ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის,
რომელსაც უკვე მოძალადე ვეღარ დაიპყრობს,
როცა მკვდრები თავის მიწას დაიბრუნებენ.....
მიმაგრებული სურათი