
ტკივილი აადამიანურებს ადამიანებს-თქო....
გადატანილი ტკივილები.
ამოავსე, ოღონდ არა ნაგვით, ცარიელი ადგილები...
იარე წინ.
თავი დახარე ქარში, - დანებდი,
სახე მიუშვირე მზეს,- გაიხსენე,
წვიმა მოგეხმარება, რომ ცრემლები დამალო, - ინანე,
თოვლში დამარხე ტკივილი - გაზაფხულამდე მოკვდება.
იარე წინ. ყველა ნაბიჯით, უკან გადაგმულითაც, იარე წინ.
არ მოითმინო ტკივილი - აღიარე.