ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილში
ერთი მძიმეც ვერ წავშალე
ერთი პატარა მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდან
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ვისაც ღიმილი შევუთვალე ცრემლი მაუწყა
ვისთვისაც ცრემლი გავიმეტე ყველა მკვდარია
მე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე..............
მიმაგრებული სურათი