როდესაც მცივა,
მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო
და
თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს
და
ვასრულებ მოძრაობებს, რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს.
როდესაც მცივა, ბრმავდება სამყარო
და
შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში,
ჩემი ხელები კი იზრდებიან,
სცივათ და იზრდებიან,
იტოტებიან, როგორც ქუჩები,
ედებიან მთელ ქალაქს,
მთელ სამშობლოს,
მთელ დედამიწას
და
თოვს...............................
მიმაგრებული სურათი