მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლის იუბილე
.
VI საუკუნის ძეგლი _ ჯვრის მონასტერი დანგრევას წმ. ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით შეგროვებული შემოწირულობების წყალობით გადაურჩა.
პოლიგრაფიული დიზაინის ნოვატორი ილია ზდანევიჩი ერთხანს კოკო შანელთან მუშაობდა პარიზში.
თამარ მეფე 43 წლისა გარდაიცვალა.
რაფიელ ერისთავს ქართულ დრამატურგიაში ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად მიიჩნევენ.
ბუტირკის საპყრობილეში ყოფნისას დედა ფამარს (მარჯანიშვილი), თვით კომუნისტური ციხის ადმინისტრაციაც კი პატივისცემით ეპყრობოდა _ ქალთა აბანოებს მამაკაცები ემსახურებოდნენ. აუცილებელი იყო მთლიანად გაშიშვლება და ტანსაცმლის სადეზინფექციოდ ჩაბარება. ეს წესი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვრცელდებოდა, გამონაკლისს მხოლოდ დედა ფამარისთვის უშვებდნენ.

იცით თუ არა, რომ მხატვარმა ავთო ვარაზმა მხატვრულად გააფორმა კინოფილმი “ფიროსმანი”, სადაც ფიროსმანის როლი
თავადვე შეასრულა.
იცით თუ არა, რომ უკვე მძიმედ ავადმყოფი სესილია თაყაიშვილი კინოფილმ “ცისფერი მთების” გადაღებებზე სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ საავადმყოფოდან მიჰყავდათ.
იცით თუ არა, რომ მუდამ ხელმოკლედ მცხოვრები ვაჟა-ფშაველა სანთლის უქონლობის გამო ხშირად ცეცხლის შუქზე წერდა.
იცით თუ არა, რომ ვაჟა-ფშაველას ერთხანს ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს.
იცით თუ არა, რომ 10 წლის ვაჟა-ფშაველა უკვე შეყვარებული იყო.
იცით თუ არა, რომ პატარა ვაჟა-ფშაველას ისე უნდოდა მომღერლობა, ხმას ძალით იბოხებდა, რის გამოც, როგორც თავად იხსენებს, “გულმა ტკივილი დაუწყო”.
იცით თუ არა, რომ “სტუმარ-მასპინძელზე” მუშაობისას ვაჟა-ფშაველა ორი თვე ფიქრობდა აღაზას პასუხზე, როცა ჯოყოლა ეკითხება - ნამტირალევი რადა ხარო. ერთი თვე მოანდომა მან “გველის მჭამელის” ფინალის დაწერასაც.
იცით თუ არა, რომ ვაჟა-ფშაველა შავად დაწერილ თავის ნაწარმოებებს მხოლოდ ერთხელ ათეთრებდა და დაწერილ ადგილებს იშვიათად ასწორებდა.
იცით თუ არა, რომ ვაჟა-ფშაველა საკუთარ პუბლიცისტურ წერილებს კათაკმეველის ფსევდონიმით აქვეყნებდა.
იცით თუ არა, რომ ლევან მეორე დადიანი მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა: საკუთარ ძმასა და სიძეს თვალები დასთხარა და ქონება ჩამოართვა, სხვა მონაწილეებს ხელ-ფეხი მოჰკვეთა და თვალები დასთხარა, ხოლო შეთქმულების მოთავე ვაზირი მერაბ ქორთოძე ჯერ დაახრჩო, ხოლო შემდეგ ზარბაზნით გაისროლა.
იცით თუ არა, რომ ემიგრაციაში ყოფნის დროს, პარიზში, წმ. ექთიმე თაყაიშვილს ერთი მარჩენალი თხა ჰყავდა და იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა. შიმშილისა და ავადმყოფობისაგან მეუღლე გარდაეცვალა, მაგრამ მან ქართული განძის არც ერთი ექსპონატი გასაყიდად არ გაიმეტა.
იცით თუ არა, რომ ქართული განძის მცველი და გადამრჩენელი წმ. ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყველასგან მივიწყებული, მარტოობაში გარდაიცვალა.
იცით თუ არა, რომ თავის რომანებზე მუშაობისას, იუმორისტული პასაჟების წერის დროს, ნოდარ დუმბაძე ხშირად მთელი ხმით ხარხარებდა.
----
---
იცით თუ არა, რომ მეფე თეიმურაზმა თითქმის მთელი ცხოვრება სამგლოვიარო ტანისამოსში გაატარა: ყრმობის ჟამს მამით დაობლდა, მერე დედა მოუკლეს გაუგონარი ტანჯვა-წამებით, ორი ოჯახი ჰყავდა და ორივე ამოუწყდა _ მოესწრო ორივე მეუღლის სიკვდილს, ორი ვაჟი შაჰ-აბასმა დაუსახიჩრა და მოუკლა, ერთიც სპარსელებს შეაკვდა, ერთი ასული შაჰის კარზე დაახრჩვეს. დარჩა ერთი ქალიშვილი და ისიც უშვილძიროდ გადაეგო.
იცით თუ არა, რომ ბაზალეთის ომში გამარჯვებულმა თეიმურაზმა გიორგი სააკაძის მხარეს მებრძოლ იმერელ ტყვეებს თითო ყურის მოთლა მიუსაჯა, მხოლოდ ხოსია მაჭავარიანს გადაუწყვიტა ორივე ყურის მოჭრა, რაზეც გამწარებულმა მაჭავარიანმა შეჰყვირა: არ მეგონა, თუ ასეთი გულბილწი იყავიო.
იცით თუ არა, რომ ბაზალეთის ომში გიორგი სააკაძემ კახეთის მეფე თეიმურაზი პირადად გაიწვია პირისპირ ბრძოლაში. კახელი დიდებულების გადაწყვეტილებით, მასთან მეფის მოსასხამით შემოსილი ედიშერ ვაჩნაძე გავიდა. სააკაძემ იგი მოკლა.
იცით თუ არა, რომ დემეტრე თავდადებულის ცხედარი მალულად, თევზით დატვირთული ურმით ჩამოასვენეს სამშობლოში.
---
იცით თუ არა, რომ მეფე დემეტრე თავდადებულს ჩვევად ჰქონდა _ ღამ-ღამობით სასახლიდან ჩუმად გადიოდა ფულიანი ქისებით და ხალხში მოწყალებას არიგებდა.
ამიერკავკასიაში ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი ქალთა შორის ფატი ხუნდაძე იყო. სადოქტორო დისერტაცია მან 40 წლის ასაკში, 1935 წელს დაიცვა.
* * *
ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს სიყვარულით ,,კუკლუშკის,, ეძახდა.
ნიკო ცხვედაძეს ზოგი გიჟს ეძახდა, ზოგი – გადარეულს. თვითონ ღატაკი და უქონელი, დადიოდა და ხვეწნა-მუდარით, ლამის მათხოვრობით ფულს აგროვებდა, უარს არავინ ეუბნებოდა, რადგან მის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარებოდათ. მას ფული ქართული უნივერსიტეტის შენობის ასაგებად სჭირდებოდა.
22 წლის არქიტექტორმა ირაკლი ციციშვილმა ოთხ დღე-ღამეში, აუტანელ სიცივეში, მდინარე დნეპრზე ხიდი ააგო და საბჭოთა არმიის ტანკებს გზა გაუხსნა. ამითვის მას სააბჭოთა კავშირის გმირის წოდება და ლენინის ორდენი მიენიჭა.
გოდერძი ჩოხელის საკურსო ფილმმა - "ადგილის დედა", ქალაქ ობერჰაუზენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მიიღო. სამწუხაროდ, თავად რეჟისორი ამ ცერემონიას არ დასწრებია, რადგან არც კი იცოდა, რომ მისი ფილმი ფესტივალზე იყო გაგზავნილი.
დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალებაზე აკაკი წერეთელმა თქვა: ”ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს!”
ილიკო ქურხული თბილისის ეზოებსა და ქუჩაბანდებში მართავდა სახელდახელო კონცერტებს, თბილისის მოსახლეობას ლექციებს უკითხავდა და ასე ეწეოდა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას.
* * *
ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი თაოსანი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) იყო.
მელიტონ ქანთარია, რომელმაც 1945 წლის 30 აპრილს ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის გუმბათზე საბჭოთა დროშა აღმართა, ომის შემდეგ ჯერ სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ კი ტყვარჩელში მეშახტედ მუშაობდა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ავიაციის ერთ-ერთი პიონერი ქართველი ავიატორი მიხეილ გრიგორაშვილი (მაიკლ გრეგორი) იყო.
პარიზში ერთ-ერთ ქუჩას ქართველი სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის დიმიტრი ამილახვარის სახელი ჰქვია.
აკაკი წერეთელს უყვარდა ბანქოს თამაში, თუმცა, თითქმის ყოველთვის აგებდა.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა საკუთარი ბიძაშვილი ილიკო ორბელიანი დუელში გამოიწვია. ...
იტალიის სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა მკურნალმა თურმანიძემ.
დავით აღმაშენებელი წიგნის კითხვის დასრულებისას ბოლოში ნიშანს სვამდა. აღმოჩნდა, რომ ერთი წიგნი ერთ წელიწადში ოცდაოთხჯერ ჰქონდა წაკითხული.
დავით აღმაშენებელი ერთხელ ლაშქრობის დროს წიგნის კითხვით ისე გაერთო, რომ ჯარს ბრძოლის დაწყების ნიშანი ვეღარ მისცა.
დავით აღმაშენებლის დროს ქართული ენა მთელ კავკასიაში დომინანტური იყო. სახელმწიფო ენა _ ქართული უნდა სცოდნოდა ყველას _ ქართველსაც და არაქართველსაც.
This post has been edited by teonala on 25 Nov 2008, 04:09