"უძლური იყავი"
Прощай, свободная стихия.
* * *
თავი დაიხრჩო მხიარულებამ
ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე...
როცა შევნიშნე რომ დაფარულად
შენი ღიმილი სხვას შესთავაზე..
ხომ იცი,ვგავარ ველრ წარმართებს
და სურვილები მძლავრად მერევა..
მაშ როგორ ფიქრობ მე ვინ წამართმევს
შენს თავს და შენთან ბედნიერებას?!
მრავალ სიმებით გადამეხლართე
თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით..
და როცა სხვასთან ღამეს გაათევ,
მიცქერ ნაცემ ძაღლის თვალებით.
ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს
და მაგონდება დრო შორეული..
ჩემთვის წირავდი ქართულ მადონებს
და მიცქეროდი წყალმორეული.
მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა..
მშვიდი,მშიერი,მკაცრი და მწველი
როს სიბრალული ჩემს თვალებს სევდა,
ეგ გამოხედვა დაჭრილი შველის
გახსოვს,ლურჯ ზეცას ხმლებით სერავდნენ
ზღვაზე ვფიქრობდით მაშინ ნაკლებად
ჩვენ ავდიოდით მთების სერამდე
დაუზარებლად.. ტყის ასაკლებად..
გახსოვს,ნაძვებსაც მტვერი სცვიოდა
ჰაერში იდგა სუნი საკმევლის
ხავსი,კარავი ტყის ნოტიო დააა..
ეხ რამდენია კიდევ სათქმელი..
ვგზავნიდი ლექსებს და ამანათებს
დღეს კი ერთად ვართ ზღვის დავალებით
და ვიტანჯები რომ მომანათებ
ნაცემი ძაღლის მუნჯი თვალებით.
Да и вы не Пушкин.
This post has been edited by pleita on 14 Jan 2009, 21:00
მიმაგრებული სურათი