წეღან ვუსმენდი

----------------------
emkay - ფეთქავს:
რამდენი ტკბილი წუთები მაგონდება, რამდენი მწარე მაქვს მე მოგონება , რამდენი დღე გაივლის კიდევ, რამდენი რამე განმეორდება.. ამ სიმღერას ვმღერი ეს არის ჩემი მოწოდება, მომავალს ველი რაღაც გამოსწორდება ღამეა ბნელი, მაგრამ შუქი მაინც ჩანს, მომეცი ხელი ერთად გავუყვებით გზას. ამ დაუნდობელ სამყაროში კარი გავაღებინოთ და ამ სიტყვებით რამე შევაგნებინოთ ამ ვირთხებს, რომლებიც ნელ-ნელა გვღრღნიან და რამე შევცვალოთ ჯერ არ არის გვიან. მე მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, როცა თქვენი ცხოვრება ფოთლებივით ქარს მიაქვს აჰყევით თქვენს გულწრფელ ემოციას და ერთად ვიმღეროთ ეს სევდიანი მელოდია:ერთად, ვიმღეროთ ერთხმად , ჩვენი სიმღერა, სანამ გული ძგერს, ფეთქავს, სამყარო ფეთქავს, მაგრამ ეს ხმა.. ჯერ არ ესმის ბევრს.. ერთად, ვიაროთ ერთად და ჩვენი სიტყვა, გავაგონოთ ერს.. ვნებას, საკუთარ ვნებას ჩვენ მივყვეთ.. სანამ გული ძგერს..
მირბის ეს დრო.. მიქროლებს მიქრის.. ბევრ რამეს ვერ ასწრებ რისკენაც ილტვი, ხანდახან გტანჯავს უსაზღვრო ფიქრი, როდესაც არ ესმით ის რასაც იტყვი.. შენ სამყაროში იკეტები არ გაინტერესებს სხვა არაფერი, მხოლოდ შენი შინაგანი ხმა გკარნახობს დაწერო უბრალო მელოდია.. ისევ და ისევ ყვები ემოციას.. აგრძელებ წერას, მაგრამ არავინ არ გისმენს, დაგცინიან ისევ, მაგრამ გჯერა როდესმე დადგება დღე და ზემოდან გადმოხედავ მათ ვინც არ კადრულობდა შენსკენ გამოხედვას. დაე დგება წამი შენ სცენაზე დგახარ ასიათას მაყურებელს იდეალად ყავხარ, შენ კი ისევ ყვები საკუთარ ისტორიას და ისევ მღერიხარ უკვე ნაცნობ მელოდიას:ერთად, ვიმღეროთ ერთხმად , ჩვენი სიმღერა, სანამ გული ძგერს, ფეთქავს, სამყარო ფეთქავს, მაგრამ ეს ხმა.. ჯერ არ ესმის ბევრს.. ერთად, ვიაროთ ერთად და ჩვენი სიტყვა, გავაგონოთ ერს.. ვნებას, საკუთარ ვნებას ჩვენ მივყვეთ.. სანამ გული ძგერს..