ფაქტიურად არაფერი არ მაქვს ეხლა რომ დავუფიქრდი
დედაჩემი რომ მზითებს და ავეჯებს მიგროვებს, ეგენი არც აქამდე მინდოდა და რომ მოვკვდები ბარემ ჩემს დებს დავუტოვებ, გაიყონ
ჩემი დღიურები ჩამაყოლონ თან

დაკრძალვაზე აგერ მაქვს დატოვებული ანდერძი რაც უნდა დაუკრან :
http://tindatin.wordpress.com/2008/12/03/low-mans-lyric/ჩემი პაროლები ჩემი საყვარელი რვეულის რომელიღაც გვერდზე მაქვს ჩამოწერილი და მაგ რვეულს დავუტოვებ ყვავას, რომ მერე ჩემს ბლოგზე იმან დაწეროს ბოლო პოსტი- მოკვდაო
ა ჰო.. ვიოლინოც ყვავას

მერე რო დაუკრას ხოლმე და ჩემი სიკვდილის მერე ვინმე რომ ეყოლება სულ თვალში მოეჩხიროს იმ ქალს და სულ ჩხუბობდეს ვიოლინოს გამო- იმიტომ გაქვს შენახული რომ ისევ ის გიყვარსო და მერე ეგრე შორდებოდეს ყველა ქალი ჩემი ვიოლინოს გამო
მოვრჩი