ასეიგი.
ზუსტად გეტყვი ოღონდ ფასები არ ვიცი ახლანდელი. ტაკ. შოლკოგრაფიით კეთდება ძალიან ბევრი რამე.
1) ვიზიტკები
2) მოსაწვევები
3) წარწერები კონვერტებზე
4) ჩანთებზე
და ა.შ.
ასევე მაიკებზე და ნაჭრებზე.
სრული აღჭურვილობისთვის გჭირდება
1) მაგიდა-სამაგრებით(რკინის ზედაპირით. უკეთესია სპეციალური მაგიდები რომლებსაც აქვთ სპეც, ჰაერის შემწოვები) ამის აგებულებას ეხლა ნაღდად ვერ დაგიხაზავ.

2) სპეც-ბადე (კეთდება ხის ჩარჩოზე მყარად გადაჭიმული აბრეშუმისგან.) ესაა ძირითადი სამუშაო "დანადგარი".
3) რაკლი (დაახლოებით მინის საწმენდს ჰგავს.

სქელი რეზინით)
4) ბევრი სკოჩი
5) ძლიერი განათების ნათურა
6) დიდი წყლის ნიჟარა და შლანგი ძლიერი წყლის ჭავლით.
7) ფენი
8) ბამბა
9) გამხსნელი
10) ნიღაბი
11) "კალკები" (ქართულად დამავიწყდა როგორაა)
12) პრინტერი
13) მბეჭდავი.
14) საღებავები
ეს რაც დაგიწერე კუსტარული რამეა. მაგრამ თბილისის სტამბების 80 პროცენტი ასე მუშაობს. არის ავტომატიზირებული სპეც დანადგარი რომელიც მინიმუმ 40კ ღირდა როდესაც მე გამომცემლობაში ვმუშაობდი,


მგონი არაფერი გამომრჩენია. შოლკოგრაფია ესაა და დანარჩენი დაგუგლე მეთქი თუ კონკრეტული პრინტერი გინდა რამე.

გითხარი როგორც უნდა მოძებნო. ფასებიც იქვე იქნება. აქ შანსია ეგ იყიდო.
This post has been edited by ozzy_ka on 5 Mar 2010, 04:50