მიმაწერეთ ანტი 14 თებერვალისტთა სიას

ნუ კათოლიკური, შმათოლიკური კაი, ნუ დღესასწაული, ეგეც კაი, მარა ყველაზე მეტად ის იწვევს ჩემში უარყოფით განწყობას და დამოკიდებულებას, რო ტიპები მთელი წელი ელოდებიან ამ დღეს, რო მაგალითად ფუმფულა დათუნია აჩუქონ შეყვარებულს

ჰოდა, სულ მიკვირს, რად უნდა მაგალითად ყვავილების ჩუქებას 1 წელი ლოდინი და საერთაშორისო საბაბი? მოგინდა? წადი რა, აჩუქე. ან კიდე "ჩემ შეყვარებულს 14 თებერვალს ავუხსენი სიყვარული", ან კიდევ "ჩვენ სიყვარულის დღეს დავქორწინდით" და მრავალი ან კიდევ

შეილება ჩვენ ვართ არანორმალურები და ისინი ვინც 14 თებერვალს მთელი დღე ელიან და მერე პარკში გახვეულ ერთ ვარდს ჩუქნიან შეყვარებულს ნორმალურები, მაგრამ რავი, სულ მეგონა რო თუ ვინმეს რამე გინდა უთხრა, ან რამე გინდა გაკეთო, მამენტ საბაბიც და დღეც შენ უნდა შექმნა და არა მთელი წელი ელოდო ვიღაცის დაკანონებულ-გამოგონილს