დღეს აღარ ვეტანები, მაგრამ შემიძლია მოვყვე და მოვყვე დაბოლილი ამბები..
ესეიგი მოვწიეთ ბოთლით და ვარ უნივერსიტეტში..
საერთოდ საზღვაო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, მაგრამ უნივერსიტეტის ეზოში მევასებოდა დაბოლილი..
ხო და მაგარი დაბოლილი ვარ.
გამეჩითა ნაცნობი და მომესალმა.
მე ეჭვის თვალით შევხედე და გავიფიქრე ჩემთვის, ნეტა რა უნდა.. რამდენი წელია რამდენი წელია არ მინახავს და რატომ ახლა გამეძრო აქ. და თან მესალმება..
ეჭვიანად ვუთხარი, გაგიმარჯოს..
მერე იმან მკითხა როგორ ხარო..
ვაააახჩემი მე ვფიქრობ ჩემთვის... იცის, რომ დაბოლილი ვარ.. ანუ მეკითხება, როგორ ხარო ესეიგი იცის, რომ მაგარი განგრეული კაიფში ვარ და მაგიტომ მკითხა, მაგრამ შეიძლება არ იცის და უბრალოდ მეკითხება როგორ ხარო?! ეე..
მე ისევ ვუპასუხე არამიშავსო, მაგრამ რეალურად ვფიქრობდი ამდენს დიალოგის დროს და არ ვიცი რამდენს ვანდომებდი, რომ კითხვებზე პასუხი გამეცა..
ის მეკითხება მერე ოჯახში როგორ ხართო..
ვააახ ბიჯო რატო მკითხა.. ჯერ არ უკითხია და ახლა რამ ეტაკა.. ნეტა რა უნდა.. რატომ მოვიდა? მოგზავნილია ასი პროცენტით.
არაუშავს ნელა-ნელა არიან. ვუპასუხე მე..
კარგი წავედი მე, აბა კარგათო მითხრა და წავიდა..
მე ვუყურებდი როგორ მიდიოდა და ვადევნებდი თვალს თუ სად შეუხვევდა.. თან ვფიქრობდი ნეტა სად მიდისო...
არა და ეს ჩვეულებრივი მომენტია ქუჩაში ფხიზელ მდგომარეობაში..
ორი ადამიანი ხდება ერთმანეთს:
-გამარჯოს.
-ზდაროვა..
-რავა ხარ?
-არამიშავს. შენ რას შობი?
-რავი. ოჯახში როგორ ხართ?
-მაგრად ძმა. ყველაფერი რიგზეა..
-აბა ჰე. გავიქეცი მე. მეჩქარება..
-აბა ჰე..
აი სულ ეს იყო, მაგრამ დაბოლილზე სულ სხვანაერად აზროვნებს ადამიანი..
----------------------------------------------------------------------------------------------------
კაფეტერიაში ვართ დაბოლილები..
ხო და მოვთხოვეთ მენიუ. იქ წერია "წიწიბურა". ჩვენ კი არ ვიცით, რომ წიწიბურა გრეჩიხას ნიშნავს.. გვგონია რაღაც მზესუმზირასავით არის..
თან ერთმა რომ იკითხა წიწიბურა რა არისო. მეორემ უპასუხა წიწიბურა რა იქნება. აშკარად მწვადი არ არისო. მეც ჩავერთე საუბარში. თავად სიტყვა გეუბნება. დაუკვირდი: წიწიბურა.. რა უნდა იყოს მეთქი და შევუკვეთეთ წიწიბურადა გვეკითხებიან წიწიბურა როგორ გინდათო.. ჩვენ გავიკვირვეთ.. წიწიბურა როგორ უნდა გვინდოდეს.. ერთ პატარა თებშზე დაგვიყარეთ, რომ ყველამ დავჯდეთ და შევჭამოთ.. რას ამბობ კაცო კიდევ უკმაყოფილობა გამოვთქვით..
რა ექნა იმასაც და მოგვცა ერთ საინზე გრეჩიხა და ზედ 4 ჩანგალი იყო..
-------------------------------------------------------------------------------------------------
კიდევ ბევრი რამ იყო მაგრამ თუ ვინმეს არ აინტერესებს, ტყუილა მეზარება დაწერა..
თუ ვინმე იტყვის გააგრძელეო, მერე დავწერ..
LАTITUDEაუუუუ... ბაზარი არააა.... იცის..
ტელევიზორის პულტი გინახავს მაცივარში?!
დიდიხანი ვეძებე და რომ ვერ ვნახე. მეთქი იყოს მაგის დედა ვატირე თქო. წავალ შევჭამ ისევ რამეს თქო და პულტი აღმევაჩინე მაცივარში..
This post has been edited by გალე on 3 Nov 2014, 16:01
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.