ბუნება მიყვარს და გაზაფხულიც მიყვარს...შემოდგომა და ზამტარი არ მიყვარს...
შეიძლება აქ ერთი ლექსი დავწერო?იმედია არ მისაყვედურებენ...
ორნი
რამდენიც გინდატ იყავით,ოღონდ
რაც მთავავრია იყავით ორნი,
და საქორწინო კიბეზე---ორნი,
წამოვლენ,წავლენ---რჩებიან ორნი.
წყვილი თვალივით ლამაზი წყვილი,
საწამლავი და სატევრის წვერი
და წყვილი ყური---დაცული ცვილით
მკლავი და მკლავი,ხელი და ხელი...
გადაჯაჭვული ბედი და ბედი
შეტოლებული მიხაკი მიხაკს,
წყვილი ბეღურას ლამაზი ბუდე
ცოტა ტალახი და ცოტა თიხა.
თუ მომენატრე უთუოდ მოვალ,
თუ მოგენატრე უთუოდ მოდი
ყური არ უგდო მავანს და მავანს,
მე მუდამ გელი---უთუოდ მოდი.
ორი ფრთა ორი,
ნიჩაბი---ორი,
ბორბალი---ორი,
რეკავს და რეკავს,ზარი და ზარი,
ახლოს და ახლოს,შორით და შორით.
ჩუმად!
რა კარგი ღამეა,ჩუმად...
ჩუმად!
რა ბევრი ცრემლია,ჩუმად...
როგორ სჭირდება ბედნიერებას
ცოტაოდენი ტკივილი...ჩუმად!
გადაჭდობილი ყელი და ყელი
სხვები წავიდნენ...
რჩებიან ორნი.
ტარიელ ჭანტურია.
------------------------------------------------------