მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ ყველაფერი კანონზომიერია.
ყველა იმას ღებულობს, რაც ეკუთვნის.
კონკრეტულად არავინ მიგულისხმია, ზოგადად ასე ხდება.
აი, მე, მაგალითად, მაქვს ისეთი ცხოვრება, როგორსაც ამწუთას ვიმსახურებ.
შემიძლია, ბევრად უკეთესად ვიყო, მაგრამ ისევ და ისევ საკუთარი თავი მიშლის ხელს ამაში.
კიდევ კარგი, სამუშაო გამომიჩნდა, თორემ სამთვიანი უსაქმურობისგან გამოვშტერდი.
ფოტოაპარატსაც კარგად ჩავუჯდები და მერე ძალიან ბევრს ვივლი აქეთ-იქით კადრების საძებნელად

მერე სხვა გეგმებიც ამოქმედდება

დაწყებაა რთული, თორემ მერე თუ დავიქოქე, ყველაფერს განვახორციელებ

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი