Esthet-X
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3525
წევრი No.: 23421
რეგისტრ.: 19-September 06
|
#13365019 · 13 Apr 2009, 00:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
s_h_a_d_y
| QUOTE | | აი სად დაგვენძრა, მოვა ახლა დეკა და ტვინს მოტყნავს |
რათა მაგარია გურამა
აჰა ფიროსმანზე მიძღვნილი
ნახევრად ჩაბნელებულ სარდაფში ტევა არ იყო. ჰაერი მაგარი ღვინის სუნით იყო გაჟღენთილი. ყველანი მთვრალები იყვნენ, ქართული ხელგაშლილობით ხარჯავდნენ მთელი დღის გასამრჯელოს. ჩახლეჩილი ხმით ადღეგრძელებდნენ ერთმანეთს და ღვინო სუფრაზე იღვრებოდა. ღვინის სუნით გაჟღენთილი ჰაერიც კი მთვრალივით ეპოტინებოდა სანთლებს, სანთლის ალიც მთვრალივით ბარბაცებდა და მკრთალი სინათლე დაბორიალობდა აწითლებულ სახეებზე. ღვინით სავსე თასებში ნაკვერჩხლები ტივტივებდნენ და შიგ გაკვირვებით იცქირებოდნენ მსმელები. - ღვინო გამოგველია, ბეგო! ყველა სვამდა – ზოგი ხარბად, ზოგიც ვაი-ვაგლახით. დახლში მედუქნე ბეგო იდგა და ყველს გულგრილად ჭრიდა. იგი შეჩვეული იყო ღვინისა და თამბაქოს სუნს, მთვრალების ყაყანს; როგორც კი მოიცლიდა, დახლიდან გამოდიოდა და ერთ-ერთ კედელთან მიდიოდა. იქ, სამფეხა სკამზე, კაცი იდგა და პირდაპირ კედელზე ხატავდა. რამდენიმე ლამფა ანათებდა კედელს, სადაც უკვე მაგარი სმა იყო გახურებული: სუფრას ოთხი კაცი შემოსხდომოდა, ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. ორ მათგანს ყანწი ეჭირა, მაგიდის წინ დიდი ტიკი ეგდო, რა გამოლევდა ღვინოს, მოქეიფეებთან მეარღნე იდგა, კრიალა ჩექმები ეცვა, საქმიანად ატრიალებდა არღანს. კაცი სამფეხა სკამზე იდგა და ხატავდა. მოქეიფენი დროდადრო შეათვალიერებდნენ მხატვარს და ხანდახან გამხნევებასაც კი მოუნდომებდნენ: - მიდი, მიდი, ნიკო! მხატვარი შეჩვეული იყო ასეთ შეძახილებს. არც შეირხეოდა ხოლმე. თავის საქმეს განაგრძობდა. - ნიკო, ერთი კურდღელიც მიახატე და! - შეეხვეწა ვიღაცა. მხატვარი შემოტრიალდა, შეხედა და ნაღვლიანად გაიქნია თავი. - მიახატე, რა, კურდღელი! - არა, ძმაო, არ შეიძლება. - მიახატე რაღა, შენთვის ადვილია. - რა უნდა აქ კურდღელს? დიდი, სევდიანი თვალები ჰქონდა მხატვარს. თვალის უპეებში ჩრდილი ედგა, მშვიდად დასცქეროდა ახირებულ მთხოვნელს. - აქ არ შეიძლება კურდღლის დახატვა. მთვრალმა მოიწყინა, ცოტათი გაიბუტა და მოსცილდა: - არ შეიძლება და ნუ შეიძლება, შენ კარგად იყავი ნიკალა... თანამოსუფრეებთან დაჯდა და ჩუმად შესჩივლა – არ შეიძლებაო. - ალბათ, მართლა არ შეიძლება, - უთხრა ერთმა. - ვითომ? - ამას დამიხედეთ, ნიკოს ასწავლი? - ვა, ნიკოს ასწავლის, ხედავთ?! - ნიკალას შენგან რა ესწავლება, ტუტუცო!.. - გრცხვენოდეს, ბიჭო!.. მთვრალს მართლაც შერცხვა. ისე შერცხვა, რომ სუფრაზე თავი ჩამოდო და სხვა გამოსავალი რომ ვერ იპოვა, თავი მოიმძინარა. სხვები კი მოჯადოებულივით შესცქეროდნენ კედელს: - ი, არღანს შეხედე, ნამდვილს არა ჰგავს? - შენ მოხარშული დედალი ნახე, ფრთაც კი ეტყობა. - აი, ჭკუიანები ეგენი ყოფილან, სუფთა ჰაერზე სვამენ, მდელოში. - ჩექმები ნახე, როგორ კრიალებს... - ვაჰ, ნეტავი ეგ მწვადი დამაღეჭინა! - შენი მარჯვენის ჭირიმე, ნიკო! მხატვარი სკამიდან ჩამოვიდა, უკან დაიხია, სხვებსავით შეაცქერდა სურათს. ვიღაცამ ცოტათი შეუტია კიდეც: - იქით დადექი, ნიკო, ხომ ხედავ, რომ მეფარები, შუშისა ხომ არა ხარ! - შუშისა კი არა, ოქროსია, - ფეხზე წამოდგა ვიღაც დარდიმანდი, - ჩვენთან მოდი, ნიკალა. - ჩვენთან მოდი, ჩვენთან, ნიკო! ყველა ეპატიჟებოდა, ღრიანცელი ატყდა, ნიკო დარცხვენილი და დაბნეული იდგა, არ უნდოდა, ვინმესათვის ხათრი გაეტეხა. ყველას ისევ იმ ყარაჩოხელმა აჯობა – ნიკოსთან მივიდა, ხელი მოჰკიდა და თავისი სუფრისაკენ წამოიყვანა.
--------------------
Have no fear of perfection-you will never reach it (Salvador Dali)
Is This Love
oxo-011
|