რავიცი არვიცი

"მზე ყოველთვის აღმოსავლეთიდან არ ამოდის
ის შეიძლება ნებისმიერ მხრიდან დაეყრდნოს
შენი ოთახის მინებს,
მთავარია გჯეროდეს."
უთქვამს ვიღაცას ღიმილით..
და ჩვენც ველოდებით სხვა კუთხით,
სხვა მხრიდან დაწყებულ ათვლის წერტილს
და ხშირად ამ მოლოდინს
ბოთლის ფსკერზე დალექილ სიმწარეს ვუზავებთ.
ვდგებით გზაჯვარედინზე, ვატრიალებთ ბოთლს
რომელმაც უნდა გვაჩვენოს მიმართულება, როგორც კომპასმა,
სადაც ვიპოვნით შვებას.
მაგრამ სინამდვილეში ხვდები რომ
ეს ასე არ ხდება
როცა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით
უცქერ ბრბოში გახვეულ საკუთარ სხეულს
როგორ იკვნეტს ნერვიულად ფრჩხილებს
და გახსენდება, რომ
არანაირი გზაჯვარედინი არ ყოფილა
არასდროს.
დრო ყველაფრის სნეულებაა..
და ჩვენც ვწვებით ჰორიზონტალურად
როცა სხვა პოზაში ვართ მიუღებელნი
და გაბმული ხველებით ვპასუხობთ
ნერვისმომშლელ მეათასე კითხვას:
"რა გტკივათ.."
oh wow... but fuck you :D
განთქმული ფორუმელი ^^
*и как говорится, самые большие друзья допускают самые большие ошибки ..!*