ზურიკ,ზდაროვა

ერთ რჩევას მოგცემ და გაითვალისწინებ თუ არა,ეს შენი საქმეა

გირჩევ,არ ჩააკითხო იმ ხალხს თელავში(თუ სადაც არიან),თორემ,რბილად რომ ვთქვა,ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები

თავს დავდებ,რომ ეგ ხალხი არაფერ შუაშია.გერმანელებიდან(დაცვიდან) დაიწყე მიკითხვები

კი,ქართველები იპარავენ და თაღლითობენ საზღვარგარეთ,მაგრამ არა მდიდარი ხალხი,მითუმეტეს ოჯახებით რომ დადიან(ლოლ).თუ მთელი ოჯახი კლეპტომანები არიან,ეგეც ნაკლებად სავარაუდოა.შენი ერთდაერთი ხელმოსაჭიდი,რომ იმ ოჯახმა იქურდა,არის იმ გერმანელი ყარაულების ნაამბობი და ცოტა უცნაურია,მათი ასე ბრმად რომ გჯერა.დამიჯერე,გერმანიაში ყარაულებად განათლებული ხალხი ნაკლებად მუშაობს,ეგენი ისეთივე თაღლითები და გაიძვერები არიან(ძირითადად),როგორც ის გაჭირვებული ქართველები,მაღაზიებიდან რომ იპარავენ.საშუალო-სტატისტიკური მდიდარი ქართველი ყველაფრით აღემატება საშუალო-სტატისტიკურ გერმანელ ყარაულს,დამიჯერე.მათ რატო ენდობი სიტყვაზე?
რა იცი,რომ შენი საქციელი არ მოეწონათ და იმიტომ არ შეთხზეს ეს ისტორია? ანუ,მომავალში რომ აღარ მისცე შენი ფასდაკლების ბარათი შენს თანამემაულეებს,რომლებიც ერთ ადგილზე ახატია იმ გერმანელებს;იქნებ მესიჯი მოგცეს მაგით,რომ სამსახურს დაკარგავდი,თუ კიდევ მისცემდი ვინმეს ბარათს? რატომ არ უშვებ ასეთ შესაძლებლობას? და ის არის ზღაპარი,ვითომ იმიტომ არ უჩივლეს,რომ შენ სამსახური არ დაგეკარგა.გერმანელები ეგრე გააგიჟე,ხო

რასი ადარდებთ შენის ამსახური?

ისე კარგად უჩივლებდნენ,მზე მაღლა იქნებოდა და შენ ასი წელი არავის გაახსენდებოდი.არ უჩივლეს იმიტომ,რომ არ იყო საჩივლელი და მითია ეგ ისტორია.ამაში დარწმუნებული ვარ.ცოტა სხვა მხრიდანაც შეხედე ამ ყველაფერს.
არ გადარიო ის ხალხი(ქართველები),მაგ ბრალდებით არ დაადგე თავზე,დამიჯერე

არ გაქვს სამხილი...ისედაც,დაცვის აფიორისკენ მიუთითებს ყველა ლოგიკა და მოაზროვენე ადამიანის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო

ის ხალხი აფერისტი და თაღლითი რომ ყოფილიყო,თავის მისამართს არ დაგიტოვებდა.ეს ლოგიკაში არ ჯდება.
გარად ამისა,ეგრეც რომ იყოს(ფანტასტიკის სფეროა,მარა მაინც),ერთი ოჯახის გამო ერის გინება არაა მიზანშეწონილი