გოიმურობა დროებითი ეპითეტია. იყო დრო, როცა თორნიკე, საბა, ტასო და ა.შ. გოიმურ სახელებად ითვლებიდა.
წლების მერე დღევანდელი სახელები ჩაითვლება გოიმურად. ამიტომ სისულელეა ამაზე კამათი.
ზოგიერთი ადამიანი მართლაც ნებისმიერ სახელს გაალამაზებს, მაგრამ ვერც ერთი სახელი ვერ გაალამაზებს ჩლუნგ და სულელ ადამიანს.
ისე, ქიშვარდი, სილიბისტრო, ქალთამზე და მსგავსები ბავშვს არ უნდა დაარქვა, დასცინებენ, ცოდოა..
მაგრამ პეტრე, პავლე, ივანე(იოანე-დან მოდის), ლუკა, ილია და სხვა ბიბილიური სახელები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და არა მგონია, გოიმური იყოს.
ჩემთვის ყველაზე სასაცილო არის და გოიმობად ვთვლი, 20 წელს გადაცილებულ ბიჭებს რომ ეძახიან
ოთარიკო, ნოდარიკო, გივიკო, ნიკუშა. ძალიან მცირდება ეს ხალხი ჩემს თვალში..დედიკოს ბიჭების ასოციაცია მიჩნდება..
თან ამ ყველაფერს რომ ტელევიზორში უსმენ და თან ცნობადი სახე როა, ძაან სახალისოა...