თაღლაურა ძირს

გადაგვრიეს გუშინ... სამსახურის მერე მშიერი საზოგადოება წავედით ხინკლის საჭმელად და მივადექით მასივის თაღლაურას, შევედით და დავლაგდით, სულ 11 კაცი ვიყავით, გვინდოდა ხინკალი გვეჭამა და წამოვსულიყავით არავის არ გვქონდა ,,ქეიფის და მაიმუნობის" თავი... ნუ, მოკლედ გვეტაკა გაურკვეველი თანამდებობის ახალგაზრდა ყმაწვილი და გამოგვიცხადა რომ 11 კაცს დაბაზში ვერ ,,დაგტევთო"

ჯერ ვიფიქრე ხუმრობდა, რას ქვია ამხელა ,,ზავიძენიაში" 11 ადამიანს ვერ დატევდა.. მოკლედ, დიდი ხნის პოლემიკის შემდეგ გაირკვა რომ ვერ მოგვემსახურებოდნენ იმიტომ, რომ 1 ,,ოფიციანტი" ,,ცოდო იყო" ამხელა სუფრის მომსახურებაზე, (ხინკლის მოტანას ვერ შეძლებდა თურმე) გადავირიეთ, მოგვიტანეთ თეფშები ჩვენ დავეტევითთქო ვუთხარით და არა, ბევრნი ხართო, ბევრნიო გაიძახოდა ეს გაურკვეველი თანამდებობის ახალგაზრდა, მერე ,,ოფიციანტიც" ჩაერთო პოლემიკაში და ბოლოს თვალები რომ შუბლზე აუვიდა ჩემ თანამშრომლებს გამოგვიცხადეს : ,,იცით გენაცვალე, ,,კლიენტ ვსიგდა პრავ" ეგ დრო წავიდაო"

)))))) მოკლედ, კოშმარია რა, შედიხარ ამხელა ,,ზავიძენიაში" და 11 კაცს ერთად ხინკალი ვერ გიჭამია და მერე პრეტენზიები ექნებათ რამე სერვისზე, მომსახურებაზე...
პ.ს. ძალიან გვეზარებოდა სხვაგან წასვლა იმ წუთას მაგრამ ისე მოგვიშალეს ნერვები რომ ავდექით და წავედით... ხოდა, აი ასე... მანდ ნამდვილად არ მივალთ მეორედ, ასე თქვეს ამდენი რომ მოდიოდით აბა რა გეგონათოოო

)))