როგორ მიყვარდა ბავშვობაში მეკობრეები
სტივენსონის "განძის კუნძული" რომ წავიკითხე პირველად, მთელი ღამე გავათენე კითხვაში.
კაპიტან ბლადის ოდისეა, წითელი კორსარი,
ვისენტე რივა პალასიოს "მექსიკის ყურის მეკობრეები"
ეს ბოლო გამორჩეულად მიყვარდა.
მერე ფილმი "კარიბის ზღვის მეკობრეები" რომ გამოვიდა, მაგრად მისწორდებოდა ნაცნობი მომენტების დაჭერა:
ფიცარზე გატარება, უკაცრიელ კუნძულზე კაცის გადასმა, განძით სავსე სკივრები და საიდუმლო რუკები,
შავი ნიშანი,
ლეგენდარული მორგანი და კუნძული ტორტუგა.

"მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა,
იო ჰო ჰო და ბოთლი რომი!"