ზოგს წარმოშობა,ზოგს სიმდიდრე ეამაყება,
ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად,
ზოგი ტრაბახობს,თუკი მკლავში ძალა დაყვება,
ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.
ყველას თავისი გასართობი მოუგონია,
ყველას თავისი მიზანი აქვს დასაფიცარი,
მე კი ამ ქვეყნად სიხარული სხვა რამ მგონია,
ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი,
შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას,
მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით,
მწევრით გართული მონადირეც შემეცოდება
და ბედნიერი შენი ტრფობით დავიქანცები.
მაგრამ მახვილი შეგიძლია არ ამარიდო,
გრძნობა წამართვა და ერთ წამში გამაღარიბო.
* * *
და მე ავტირდი ვიტ მეფე ლირი ...
ლირი ყველასგან მიტოვებული ...
* * *
This post has been edited by MOLA on 12 Oct 2009, 00:14
მიმაგრებული სურათი