shlegi
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 103421
რეგისტრ.: 27-October 09
|
#16231807 · 30 Oct 2009, 23:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (nin_o_O @ 30 Oct 2009, 22:15 ) | tqven martla vera xart xo ici erti ra ar mogeconat ha? mec viyavi koncertze da dzalian kargi koncerti iyoo ras ambobt rame uketesze yopilxart xo ici : )) 2 saatze metxans iyo koncerti da ummagresi iyooo da tu tqven gemovnebashi gichirt nu abolebt xalxs tyuilebit. vinc ar yopila yvelas hgonia rom cudi koncerti iyo arada ese araa da tqveni mosazrebebi tqventvis sheinaxet. jobia gemovnebas mixedot. ro adarebt ras adarebt chven magrebi vart chven vjobivart vin gekitxebat vin vis sjobia ertiii. xo kide tqven tu ver gaiget ra koncertze midiodit es tqveni problemaa da ara riverdancis. da rac mtavaria jer gaiget ra aris riverdance da mere ilaparaket vin chamovida da vin ara. da vinc chamovida es yvela normalurma adamianma koncertze casvlamdec kargad vicodit. |
უი შენც ამ სისულელის დასაწერად დარეგისტრირდი?!
ესეც სტატია ამ თემასთან დაკავშირებით:
სიცრუესა და სიმართლეს შორის
სოფო კილასონია 24 საათი 30.10.09
დღეს რუბრიკაში აქცენტი ერთ თემას ნამდვილად ვერ შევეხები. თუმცა, კვირის მთავარი მოვლენა მაინც “რივერდანსს” ეხება.
ნამდვილსაც და შეთხზულ-გამოგონილს. მიუხედავად იმისა, რომ არ გამომრჩენია არც ერთი კომენტარი, რომელსაც კონცერტის ორგანიზატორები აკეთებდნენ ამ კვირაში, ამ ამბავს ერთი დიდი ტყუილი უნდა ვუწოდო, სხვა ვერაფერი და თუ რატომ, ქვემოთ გავშლი. დაბოლოს, ტყუილის გარდა საქმე ეხება ძვირად, 200-ლარიან ბილეთად შეფასებულ უხარისხოობას და ეს უხარისხო ტყუილი კონკრეტულმა ადამიანებმა სახელმწიფო ფულით განახორციელეს. სტატიაში ასევე გაეცნობით ნამდვილი “რივერდანსის” ქართველ მოცეკვავეს, ნათია რთველიაშვილს, რომელიც თავის მხრივ აღშფოთებას ვერ მალავს ჩემთვის მოწერილ კომენტარში... და სულ ბოლოს კიდევ ერთ პრემიერაზე მოგახსენებთ, რომელიც ახლახან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვიხილე და რომელსაც ჰქვია “ციმბირიდან მოსკოვამდე”...
დიდი შოუ კულტურულ ღონისძიებათადეპარტამენტისგან
ორი კვირის წინ ნინა წკრიალაშვილის ფრაზაზე, “ქართველების, ჩვენი საზოგადოების სირცხვილია მე რომ პოპულარული მომღერალი ვარ”, რომელიც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, ჩემსავით ბევრს გაეღიმა ალბათ. ცხადია, სერიოზულად არავის მიუღია. ეს ფრაზა მხოლოდ ერთი კვირის თავზე მომაგონდა, როცა ჩემსავე თავს ჩავეკითხე - ვინ იყვნენ ამ ყალბი “რივერდანსის” ორგანიზატორები? ვინ მონათლა თავის დროზე და მთელი PRკამპანიის დროს ერთი საშუალო დონის პროექტი - “Magic of the dance” “რივერდანსად”, ანდა მის განშტოებად? რატომ ვერ შეაფასეს ხარისხი და რატომ ვერ დაადეს ხარისხის ადეკვატური ღირებულება ბილეთს? თუ შეცდნენ, როგორ შეცდნენ, თუ მოგვატყუეს, როგორ გაბედეს? ჰოდა ნინაც მაშინ გამახსენდა. თუმცა ქალბატონ წკრიალაშვილს რას ვერჩი. ის მართლაც პოპულარულია, ალბათ, და ამას გარდა, მას მეტისმეტად მოკრძალებული თანამდებობა აქვს - საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთი დიდი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა მხოლოდ.
ამ დეპარტამენტს კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტი ჰქვია. ასეთი დეპარტამენტი სამინისტროში არ არსებობდა, სანამ დავით ოქიტაშვილი, განათლებით ლითონმცოდნე, პროფესიით მეყალიბე, არ გახდებოდა დროებით უმუშევარი, დასასაქმებელი, ანუ სანამ მერიის კულტურის სამსახურიდან კულტურის სამინისტროში არ გადმოინაცვლებდა. და მოხდა ის, რაც ზოგადად საქართველოში ხშირად ხდება, - ადამიანს მოარგეს თანამდებობაც და საქმეც.
დავით ოქიტაშვილი კულტურის სამინისტროს სახელით უხსნის ვარსკვლავებს ქართველ მსახიობებს, მანამდე მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული შოუ ბიზნესის და ესტრადის ფორმირებაში! დიახ! შესაბამისად გემოვნების ფორმირებაშიც! მისი ორგანიზებით გამართულა არაერთი კონცერტი და არაერთი რუსი მომღერლის გასტროლი თბილისში. მოკლედ, როგორც აღვნიშნე, გემოვნებაში შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი თანამდებობა ფაქტია იმისა, რომ ეს მნიშვნელობა ქვეყანაში გაანალიზებული და აღიარებულია. როგორც არ უნდა ეცადონ სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ამ ღონისძიებებისგან დისტანცირებას, ანდა ამ დეპარტამენტის მისიისადმი ფარული ირონიის გამომჟღავნებას, ფაქტი ჯიუტია: სამინისტროში ოქიტაშვილს და მის თანაშემწეებს აქვთ დეპარტამენტი საკუთარი ბიუჯეტით (ეს ქვებიუჯეტი სამინისტროს და სახელმწიფოს ბიუჯეტიცაა ამავდროულად) და მათი ყოველი სვლა და ღონისძიება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სვლას ნიშნავს. მათ შორის “რივერდანსის” ამბავიც...
ქართულად ამ პროექტს დაარქვეს “რივერდანსი საქართველოში”. რაც არ უნდა მიეწერათ ინგლისურად, ეს უკვე მაყურებლის შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა. ამას გარდა, გაზაფხულზე ჩატარებულ საანონსო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გვითხრეს, რომ დავით ოქიტაშვილს და მის სამსახურს საქართველოში “რივერდანსი” ჩამოყავდათ. ამ ქვეყანაში პოლიტიკური მეხსიერება მართლაც ძალიან დაქვეითებულია, მაგრამ ჟურნალისტების მეხსიერებას ჯერ კიდევ არაუშავს. ამავე მეხსიერებით ძალიან კარგად გვახსოვს ამ პროექტის სატელევიზიო რეკლამა, რომელიც ნამდვილი “რივერდანსის” ცეკვის ეფექტური ვიდეოკადრებით გახლდათ აგებული. საინტერესოა, ნუთუ დავით ოქიტაშვილმა, რომელმაც მაყურებელს და პრესას დებილები გვიწოდა, ანდა მისი დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავად ვერ შეამჩნიეს ეს ფაქტი? არ უნახავთ რეკლამა? საკმარისია მხოლოდ ეს სარეკლამო ვიდეო იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ უბრალოდ მოგვატყუეს. თუ აქ ჩამოტანილი პროექტი მართლაც, როგორც მოგვიანებით თქვეს, “რივერდანსის” ერთი-ორი ყოფილი ყოფილი მსახიობების შოუა, ასეთი ძვირფასი რამ გახლდათ და ისინი მართლაც ვარსკვლავები არიან, მათ პროექტზე სულ ცოტა ამ ტექსტუალურ-ვიზუალური მასალაც იარსებებდა და მისი გამოყენებაც შეიძლებოდა. სხვა თუ არაფერი, “რივერდანსი” მოიცავს 70-იდან 100 მოცეკვავემდე. ამ შოუში კი მხოლოდ 12 ადამიანი “დარბის”, ისიც მძიმედ. კარგადაც რომ დარბოდნენ, ბილეთი 200 ლარი ღირდა. ალბათ სადღაც რაღაც არსებობს, თუმცა ნამდვილი “რივერდანსის” მოცეკვავე და რაღა დაგიმალოთ პირადად ჩემი ბავშვობის მეგობარი ნათია რთველიაშვილი მწერს, რომ თბილისში წარმოდგენილი პროექტი “ვიღაცის შეთითხნილი და “რივერდანსად” გასაღებული” რამ გახლდათ.
ნათია რთველიაშვილი საქართველოში, სავარაუდოდ, ნამდვილი ვარსკვლავი იქნებოდა, თანამედროვე ბალეტის დასი ანდა თეატრი რომ არსებობდეს. ქორეოგრაფიული სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ აშშ-ში რომ არ გაეგრძელებინა სწავლა და დღეს “რივერდანსის” მოცეკვავე რომ არ იყოს, მისი სახელი ნებისმიერს ეცოდინებოდა, რადგანაც მისი ფიზიკური მონაცემების, ტექნიკის, ენერგეტიკისა და ნიჭის მსგავსი მოცეკვავე ბევრი არ გაუზრდია თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. და აი, რას მწერს ნათია: “სამი წელია უკვე ნამდვილ (იცინის) “რივერდანსში” ვცეკვავ. ამჟამად ჩვენს დასს ორი გასტროლი აქვს, აშშ-ში და ევროპაში. შოუ, რომელიც თბილისში იხილეთ, შეთითხნილია და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენთან. ეტყობა, ორგანიზატორებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ქართველი პუბლიკა ჩაყლაპავდა ამ ამბავს. ძალიან აღშფოთებული ვარ ამ ისტორიით. თავიდანვე როგორც კი შევიტყე, რომ “რივერდანსის” კონცერტს რეკლამას უკეთებდნენ თბილისში, მივხვდი, რომ აფიორა იყო და ახლობლებიც კი გავაფრთხილე, რომ არ წასულიყვნენ ამ ტყუილზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ “რივერდანსი” მხოლოდ ირლანდიურ ფოლკლორს არ ასრულებს. რეპერტუარში გვაქვს ესპანური ფლამენკო, ნეოკლასიკური ბალეტები, რუსული ფოლკლორი და ამერიკული სტეპი და რაც მთავარია, ცოცხალი მუსიკა - ორკესტრის თანხლებით. არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა, სადაც ოვაციებით არ დასრულებულა ჩვენი კონცერტები. სამწუხაროდ, ქართველი მაყურებელი დარჩა მოტყუებული... ამჟანად მისისიპის შტატში ვართ, ყოველ კვირას ახალ ქალაქში გვაქვს კონცერტები. იმ ჯგუფის შესახებ კი, რომელიც თბილისში იყო, მე არ მსმენია, მაგრამ ირლანდიელ მოცეკვავეებს ვკითხე და ზოგმა იცოდა მის შესახებ, თუმცა ცოტა რამ. მაგრამ ამ შოუს არანაირი კავშირიში არ აქვს და არც ჰქონია “რივერდანსთან”. ხარისხითა და რანგითაც ბევრად ჩამოუვარდება. “რივერდანსი” ხომ ცეკვის სტილი არ არის, ეს სულ ცოტა 70 მოცეკვავის შოუს სახელია და ამ სახელის გამოყენების არანაირი უფლება არავის არ აქვს...”
ვფიქრობ, ნათია რთველიაშვილის კომენტარის შემდეგ ამ თემის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, ყველაფერი ისედაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ძალიან ნათელიც. და ა.შ.
This post has been edited by shlegi on 30 Oct 2009, 23:19
|