მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი.
უკუ ვჰყივლე: „აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“
და შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
„კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე,
ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.
წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე,
და ცხენსა შევჯდე, წამოცავე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
და კიდე ეს მევასება
შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად.
მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.
ახლოს მივე, შემომხედნეს, "შმაგიაო", ესე თქვესა.
მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი.
ტრეშ
This post has been edited by jonjoli on 13 Oct 2009, 17:33