ბიჭო ცოტა ხნის წინათ დავდე აქ სურათი , თუ არ გინახავს , გირჩევ გადმოწერო და წაიკითხო , Think and Grow Rich ქვია , დაგევასება მაგრად , poor dad , rich dad - ის პონტშია , შეიძლება უკეთესიც კი , ვისთვის როგორ
iazvaარა რა მე
აი ძაან მაგარი
ადამიანი არის ან პროაქტიური ან რეაქტიული, იმის მიხედვით, როგორი საპასუხო რეაქცია აქვს გარკვეულ სტიმულზე და როგორ რეაგირებს გამოწვევებზე.
სტიმული/რეაქციის თეორია ეფუძნება იდეას, რომ ჩვენ განპირობებულნი ვართ, გვქონდეს გარკვეული რეაქცია გარკვეულ სტიმულზე. სტიმულსა და რეაქციას შორის კი არის თავისუფლება ანუ რეაქციის არჩევის ძალაუფლება.
რადგან ჩვენ ვართ თავისუფლები არჩევანში, ჩვენი მოქმედების შედეგები იმართება ბუნების კანონით. ზოგჯერ ვაკეთებთ ისეთ არჩევანს, რომელსაც უარყოფითი შედეგები მოაქვს, მათ ჩვენ შეცდომებს ვუწოდებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, უკან დავბრუნდეთ ან გავაუქმოთ შეცდომა. პროაქტიული ადამიანები მაშინვე ხვდებიან შეცდომას, ასწორებენ მას და სწავლობენ მასზე. წარმატება ხომ წარუმატებლობის მეორე მხარეა.
იყო პროაქტიული, ნიშნავს, არ დაელოდო სხვებს, პირველმა გამოიჩინო ინიციატივა და იყო პასუხისმგებელი ყველაფერზე, რასაც აკეთებ. პროაქტიული ადამიანები მოქმედებენ პრინციპებიდან გამომდინარე.
რეაქტიული ადამიანები კი, პირიქით, რეაგირებენ იმაზე, რაც ხდება; ხალხს და გარემო პირობებს ადანაშაულებენ დაბრკოლებებისა და პრობლემების გამო.
თუ პროაქტიური ხარ, იღებ პასუხისმგებლობას შენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და არ ადანაშაულებ გენეტიკას, გარემო პირობებს და ვითარებას შენი ქცევის გამო. ამას მოყვება ინიციატივა და მოქმედება. პროაქტიულმა ადამიანებმა იციან, რომ თვითონ ირჩევენ თავიანთ ქცევას.
ხოლო რეაქტიულ ადამიანს სჯერა, არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რასაც აკეთებს და ფიქრობს, რომ არჩევანი არ აქვს. ისინი ყოველთვის პოულობენ, ვის დააბრალონ თავიანთი ქცევა. მათზე გავლენას ახდენს ფიზიკური გარემო: თუ კარგი ამინდია, ისინი კარგად გრძნობენ თავს, თუ არა – ეს ზემოქმედებს მათ დამოკიდებულებაზე, მათ მოქმედებაზე და ადანაშაულებენ ამინდს. პროაქტიული ადამიანი კი თვითონ ქმნის სასურველ ამინდს.
მეტყველება გვიჩვენებს, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს თავს. პროაქტიური ადამიანი იყენებს პროაქტიურ ლექსიკას: შემიძლია, გავაკეთებ, ვამჯობინებ და ა.შ. რეაქტიული ადამიანი კი იყენებს შესაბამის რეაქტიულ ლექსიკას: არ შემიძლია, ვალდებული ვარ, რომ ყოფილიყო, რომ შეიძლებოდეს და ა. შ.
ჩვენი პრობლემები, გამოწვევები და შესაძლებლობები, რის პირისპირაც ვდგევართ, იყოფა ორ – ზემოქმედების და ზრუნვის სფეროებად.
წარმოიდგინეთ წრე წრეში. შიდა წრე არის შენი ზემოქმედების სფერო, ხოლო გარეთა წრე – ზრუნვის სფერო.
რეაქტიული ადამიანები ძალისხმევას მიმართავენ თავიანთი ზრუნვის სფეროზე, ანუ იმისკენ, რაზეც ცოტა გავლენა აქვთ ან რისი მართვაც საერთოდ არ შეუძლიათ, მაგ.: სახელმწიფო ვალი, ტერორიზმი, ამინდი. პროაქტიულები კი ორიენტირებულები არიან თავიანთი ზემოქმედების სფეროზე, მაგ.: ბავშვები, ჯანმრთელობა, პრობლემები სამსახურში. პროაქტიულობა ეხმარება ადამიანს, თანდათან გააფართოოს თავისი ზემოქმედების სფერო.
იმისთვის რომ გავერკვიოთ თუ რომელ წრეს ვეკუთვნით, გავეცნოთ რამდენიმე მაგალითს.
ზრუნვის წრეში მყოფი ადამიანი:
– “ბედნიერი ვიქნები, როცა ჩემი სახლის ვალს გადაიხდიან”
– “რა მოხდებოდა, რომ დიქტატორი უფროსი არ მყავდეს”
– “თუ ჩემი ქმარი უფრო მომთმინე იქნებოდა”
– “თუ ჩემი ბავშვები უფრო მორჩილნი იქნებოდნენ”
– “თუ უკვე ხელში მეჭირებოდა ჩემი დიპლომი”
– “თუ უფრო მეტი დრო მექნებოდა საკუთარი თავისთვის’
ზეგავლენის წრეში მყოფი ადამიანი:
– “მე შემიძლია ვიყო მომთმინე”
– “მე შემიძლია შევიყვარო ხალხი”
– “შემიძლია საკმარისად ჭკვიანი ვიყო, რომ ქმართან პრობლემები გადავჭრა”
– “ბავშვებს მეტ დროს დავუთმობ, რომ უფრო მეტად გავუგოთ ერთმანეთს”
– “მე მივაღწევ იმ პერიოდს, როცა დიპლომი ხელში მეჭირება”
– “სასწრაფოდ შევიმუშავებ სახლის ვალის გადახდის გეგმას”
ზრუნვის წრეში მყოფი ადამიანი პრობლემის გადაჭრას გარედან ელოდება, ხოლო ზეგავლენის წრეში მყოფი – შიგნიდან იწყებს პრობლემის გადაჭრას, სხვას არ ელის.
ზეგავლენის სფეროზე ფოკუსირება გამუდმებით გააფართოებს ჩვენი ზემოქმედების არეალს. ხოლო, თუ ორიენტაციას ავიღებთ ზრუნვის სფეროზე, რომელიც ჩვენი ზემოქმედების სფეროს გარეთ მდებარეობს, ვერ ვიქნებით ეფექტურები.