300 000 ჰქონდა თი ბი სი ბანკის ვალი. გაიყიდა მისი მშენებარე კორპუსი კეკელიძეზე, ასევე ბმვ და მერსედესი ნომრით - lomaia. ყველა ზემოთჩამოთვლილი ქონება იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების საგანი იყო.
ერთი პერიოდი თქვენ წარმოიდგინეთ მეც კი დავიჯერე მისი, რადგან მეგობრის დედა ამტკიცებდა, სახსრები მაწუხებდა და ფიტოთერაპიით განმკურნაო. მერე მივხვდი შარლატანი იყო.
რაც იშოვა, არც შეერგო: ყველაფერი გაუყიდეს იძულებით აუქციონზე. ალბათ ოქროებიც დაალომბარდა
* * *
აჰაა, აუქციონის ტექსტის კოპირება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ზაალ ფირცხალაშვილი აცხადებს პირველ იძულებით საჯარო აუქციონს ირაკლი ლომაიას (მცხ, თბილისი, რჩეულიშვილის ქუჩა №32-ბ, ბინა №44) საკუთრებაში რიცხულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე:
1) უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ნ. ჟვანიას ქუჩა №10, 1 სექცია, I სადარბაზო, VII სართული, ბინა №21, ფართი: 123.35კვ.მ. აივანი ფართით: 12.70კვ.მ. საკადასტრო კოდი 01.15.02.056.001.02.524. უძრავი ქონება მდებარეობს 13 სართულიან მშენებარე კორპუსში, ე.წ. თეთრი კარკასი, კედლები შელესილია გაჯით. ბინა შედგება ოთხი ოთახისაგან, ასევე აქვს დიდი სამზარეულო, სამი აივანი, გარე პერიმეტრის კარ-ფანჯარა არის მეტალოპლასტმასის.
ქონება შეფასებულია შპს ,,ჯი ელ კონსალტინგი“-ს მიერ 180000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის 1 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოტანილი ქონების ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი ფასის 50%, რაც შეადგენს 90000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარს.
2) ავტომანქანა მერცედეს-ბენც 270 CDI , ფერი - შავი, ტიპი – სედანი, გამოშვების წელი 2004, სანომრე ნიშანი LOMAIA, ტექ. პასპორტის №AV0983418. ავტომანქანას აქვს ტყავის სავარძლები.
ქონება შეფასებულია შპს ,,ჯი ელ კონსალტინგი“-ს მიერ 30000 (ოცდაათი ათასი) ლარად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის 1 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოტანილი ქონების ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი ფასის 50%, რაც შეადგენს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.
3) ავტომანქანა BMW 535I, ფერი – ლურჯი 8/8, ტიპი – სედანი, გამოშვების წელი 1998, სანომრე ნიშანი MFS001, ტექ. პასპორტის №AV0983422. ავტომანქანას აქვს ნაცრისფერი ტყავის სავარძლები.
ქონება შეფასებულია შპს ,,ჯი ელ კონსალტინგი“-ს მიერ 15000 (თხუთმეტიათასი) ლარად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის 1 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოტანილი ქონების ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი ფასის 50%, რაც შეადგენს 7500 (შვიდი ათასი) ლარს.
პირველი იძულებითი აუქციონი გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში, (მის: ქეთევან წამებულის გამზ №1) 2009 წლის 23 სექტემბერს, 10:30 საათზე.
აუქციონს ჩაატარებს აღმასრულებელი ზაალ ფირცხალაშვილი, ტელ: 877 111 025.
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა (მათ შორის კრედიტორმა და მოვალემ), აუქციონის დაწყებამდე თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიში, სს ”საქართველოს ბანკი” ცენტრალური ფილიალი, ანგ.№593807676, კოდი 220101502) უნდა შეიტანოს სარეალიზაციო ქონების გამოცხადებული საწყისი ფასის ერთ მეათედი კონკრეტული აუქციონის მითითებით ან წარმოადგენოს ამავე ოდენობის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მიმღებია შესაბამისი სააღსრულებო ბიურო. წარმოდგენილი
საბანკო გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა აუქციონის ჩატარების დღიდან 14 საბანკო დღეს უნდა შეადგენდეს. საჯარო აუქციონის მონაწილეებს (გარდა ქონების შემძენისა) აუქციონის დასრულებისთანავე უბრუნდებათ გარანტიის სახით ბიუროს ანგარიშზე შემოტანილი საგარანტიო თანხა ან მათ მიერ აუქციონზე წარმოდგენილი საბანკო გარანტია
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა (მაქსიმალური ფასის შემომთავაზებელმა ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემძენი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ ან დეპოზიტზე შეტანილ თანხას და აუქციონის შედეგები გაუქმდება.
გ) ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები ამ ქონებაზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე.
This post has been edited by iza on 12 Oct 2009, 22:00