ადამიანის ხასიათის გაგება ასე თუ ისე მართლაც შეიძლება იმის მიხედვით თუ რა მუსიკას უსმენს.ნუ მოდას აყოლილ ჯაჟვიან ან ძალით რეპერ თინეიჯერებს ეს არ ეხებათ

ჩაცმის სტილით არ განისაზღვრება შენი მუსიკალური გემოვნება.იმათზე ვამბობ ვინც უკვე წლებია ერთიდაიგივე მუს მიმდინარეობას უსმენს.აი მაგალითისთვის ეს სტატიაც გამოდგება
ედინბურგის ინსტიტუტის მკვლევარებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს, მათ დაახლოებით 36 000 მსმენელი გამოკითხეს რათა დაედგინათ მათი მუსიკალური გემოვნების და ხასიათის თანხვედრა და აი ასეთი შედეგები მიიღეს.ინდი როკის მსმენელი-მათი თვითშეფასება დაბალია არასაკმარისად მიზანდასახულები არიან თუმცა ძალიან კრეატიულები.რეპის მსმენელი-ხო ესენი თვითშეფასების ნაკლებობით არ იტანჯებიან და პირიქით ხშირად ძალიან ეგოისტებიც კი არიან, ასევე მათ უყვართ გართობა და ძალიან კომუნიკაბელურები არიან.საცეკვაო მუსიკა-მათაც უყვართ გართობა თუმცა ისინი ნაკლებად ეგოისტურები და კომუნიკაბელურები არიან.
როკ & როლი ის მსმენელი- ძალიან კრეატიულები, თვითკმაყოფილები, ურთიერთობაში უბრალოები და შრომისმოყვარეები არიან.კლასიკური მუსიკის მსმენელი-მათ არ უყვართ ხალხმრავალი წვეულებები, ძალიან გაწონასწორებულები და მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები არიან.რეგის მსმენელი-კრეატიულები, კეთილები, კომუნიკაბელურები მაგრამ ზარმაცები არიან.მეტალის მსმენელი-წყნარები, არ უყვართ ცეკვა და მსგავსი გართობა, კრეატიულები, ნაკლებად კომუნიკაბელურები, მაღალი თვითშეფასებით.