Fallen Angie1) ეწევით თუ არა?
-კი
2) რა ასაკში დაიწყეთ მოწევა?
-13
3) რამ გიბიძგათ მოწევის დაწყებისკენ?
-არ მახსოვს
4) რამდენად ინტენსიურად მოიხმართ სიგარეტს?
-თბილისში 1 პაჩკა დღეშI, საზღვარგარეთ 1 პაჩკა მყოფნის 5 დღე

5) რა ნიშნით არჩევთ სიგარეტს?
-გემოს მიხედვით, არ მიყვარს ძალიან ძლიერი და არც რაიმე არომატის მქონე სიგარეტი.
6) მოქმედებს თუ არა თქვენზე კოლოფზე მოტავსებული ანტიპროპაგანდული წარწერები და ნახატები?
-არა, საერთოდ არ მოქმედებს და ვთვლი რომ ასეთ წარწერებს აზრი არა აქვს.
7) თვლით თუ არა რომ მოწევით თქვენ სოციალურ სტატუსს ამაღლებთ?
-არა, ალბათ ასე პატარაობაშI ფიქრობენ. ზრდასრულ ადმაიანს გააზრებული აქვს რომ მავნებელია , მაგრამ...
8) ოჯახში თუ ეწევა კიდევ ვინმე? თუ კი ამან ხომ არ განაპირობა ნაწილობრივ, რომ თქვენც ეწევით?
-მამაჩემი მთელი ცხოვრება ეწეოდა და დაახლოებით 10 წლის წინ დაანება თავი. დედაჩემი ეწევა და ამ გარემოებებმა ნამდვილად განაპირობეს ალბათ, ის რომ მეც მწეველი ვარ.
9) მისაღები იქნება თუ არა თქვენთვის მწეველი პარტნიორი? თუ არა, რატომ?
-მისაღები კიარა, აუცილებელია, არამწეველ პარტნიორს ალბათ ვერ შევეგუები.
10) რა რეაქცია გექნებათ თუკი თქვენი შვილი მოწევას დაიწყებს?
-ავუხსნი რომ მომავალშI დაერხევა. ამიტომ პატარაობიდანვე შევიყვან სპორტზე რომ არ მოუნდეს მოწევა

11) ეწევით თუ არა არამწეველთა გარემოცვაში?
-ვცდილობ არ შევაწუხო, სხვა მხარეს გავაბოლო ან გავიდე და სხვაგან მოვწიო.
12) თვლით თუ არა, რომ ამით თქვენ არამწეველთა ჯანმრთელობას ზიანს აყენებთ?
-კი, ნაწილობრივ ვაყენებ, მაგრამ ვთვლი რომ სხვა გარემო-პირობებიც ისეთივე ზიანს მაყენებს , როგორც სიგარეტი ანუ რაიმე განსაკუთრებულ საშIშროებას ვერ ვხედავ.
13) ხვდებით თუ არა წინააღმდეგობას როდესაც არამწეველთა გარემოცვაში იწყებთ მოწევას?
-იშვიათად. ძირითადად სახეზე ვამჩნევ ხოლმე უსიამოვნო შეგრძნებას და ვცდილობ გავიდე და არ შევაწუხო ჩემი მოწევით.
ერთადერთი ადამიანები ვისიც მესმის , ეს არიან სპორტსმენები. მათ არც უნდა მოწიონ და მესმის რომ ვერ იტანენ სხვა რომ ეწევა.
14) გიფიქრიათ თუ არა სიგარეტისთვის თავის დანებებაზე?
-კი, მიფიქრია. მაგრამ მოწევა ჩემთვის რაღაც მხრივ თავისუფლებასთან ასოცირდება. რაღაც წილი თავისუფლების დევს ამაში, ანუ მინდა რომ მოვწიო და ვეწევი.
15) თუ გამოგსვლიათ თავის დანებება?
-კი 1 წელი დავანებე. მერე ისევ დავიწყე.
16) თვლით თუ არა, რომ ხართ დამოკიდებული?
-კი, ან ხანდახან
17) რა აზრის იქნებით, თუკი შემოვა კანონი საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვაზე?
-გააჩნია საზოგადოებრივ ადგილებს. ალტერნატივა უნდა იყოს მაშIN.
18) თუ ხართ საზღვარგარეთ ნამყოფი, მოკლედ გვიამბეთ იქაური ”მოწევის კულტურის” შესახებ
-ახლა ვიმყოფები საზღვარგარეთ და არის აკრძალული შენობებშI მოწევა. კაფე ბარებშI და რესტორნებშI ზოგან ცალკე ადგილია გამოყოფილი მწეველთათვის. კანონიც ასეთი შემოვიდა, თუ მეპატრონეს უნდა რომ თავის კაფეშI იყოს მწეველთა ოთახი, ეს აუცილებლად უნდა იყოს იმაზე პატარა , რაც მთავარი დარბაზია.
ვაგზლის ბაქანზე შემოხაზულია ადგილი სადაც დასაშვებია მოწევა. მე პირადად იმის გამო, რომ შენობაშI აკრძალულია , მეზარება ყოველ წუთას გარეთ გასვლა , ამიტომ ძალიან შევამცირე მოწევა მაგის გამო. ანუ ამ კანონის თანახმად ცოტას ეწევა ადმაიანი.
19) ჯანმრთელობის მხრივ თუ შეგქმნიათ ოდესმე პრობლემები სიგარეტის გამო?
-არა
20) მოდით, ცოტა რეალობას გავცდეთ. წარმოიდგინე, რომ დაბრუნდი იმ დროში, როდესაც მოწევა დაიწყე. ხომ არ შეცვლიდი ამ ნაბიჯს?
-კი, გავსინჯავდი მაგრამ არ დავიწყებდი აქტიურ მოწევას.
21) მიიღებდით თუ არა მონაწილეობას სიგარეტის ანტიპროპაგანდულ ღონისძიებაში?
-კი, რატომაც არა
22) რომელ სიგარეტს მიამსგავსებდი შენ თავს? რატომ?
-Gალუაზს , იმიტომ რომ 8 წელია ამ სიგარეტს ვეწევი
This post has been edited by teonala on 7 Nov 2009, 02:26
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...
Verbringe deine Zeit nicht mit jemandem, der sie nicht mit dir verbringen möchte
I like being a mess. It's who I am.
ის, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს...