1) ეწევით თუ არა?---------------------------------------------ვეწევი
2) რა ასაკში დაიწყეთ მოწევა?--------------------------------15 წლის ვიყავი
3) რამ გიბიძგათ მოწევის დაწყებისკენ?-------------------- აღარ მახსოვს, ალბათ მიმბაძველობამ
4) რამდენად ინტენსიურად მოიხმართ სიგარეტს?------- დღეში 10 -18 ღერი, თუ ვმუშაობ 20-30 ღერი
5) რა ნიშნით არჩევთ სიგარეტს?----------------------------- ხარისხით და რა თქმა უნდა ფასით
6) მოქმედებს თუ არა თქვენზე კოლოფზე მოტავსებული ანტიპროპაგანდული წარწერები და ნახატები?----- არა
7) თვლით თუ არა რომ მოწევით თქვენ სოციალურ სტატუსს ამაღლებთ?--------------------------- არა
8) ოჯახში თუ ეწევა კიდევ ვინმე? თუ კი ამან ხომ არ განაპირობა ნაწილობრივ, რომ თქვენც ეწევით? ------- ოჯახში არ ეწეოდა არავინ
9) მისაღები იქნება თუ არა თქვენთვის მწეველი პარტნიორი? თუ არა, რატომ? ----------------- ჩემი მეუღლე ეწევა
10) რა რეაქცია გექნებათ თუკი თქვენი შვილი მოწევას დაიწყებს?------------------------------- ვეცდები ავუხსნა რომ ცუდია, მაგრამ ვიცი რომ თუ არ უნდა არ მომისმენს
11) ეწევით თუ არა არამწეველთა გარემოცვაში?---------------------------------------- დამაჯარიმებენ
12) თვლით თუ არა, რომ ამით თქვენ არამწეველთა ჯანმრთელობას ზიანს აყენებთ? --------------- ვთვლი, მაგრამ დიდად არ ვდარდობ, სხვა რაღაცეებიც აყენებს ადამიანს ზიანს და ჯობია იმაზე იფიქროს ხალხმა მეტი
13) ხვდებით თუ არა წინააღმდეგობას როდესაც არამწეველთა გარემოცვაში იწყებთ მოწევას?------------------ ვიმეორებ ჯარიმა 500 ევროდან იწყება
14) გიფიქრიათ თუ არა სიგარეტისთვის თავის დანებებაზე?------------------------- დავანებე მაგრამ მერე ისევ დავიწყე
15) თუ გამოგსვლიათ თავის დანებება?------------------------ მაქსიმუმ 1 წელი
16) თვლით თუ არა, რომ ხართ დამოკიდებული?---------------------------- დამოკიდებული ვარ
17) რა აზრის იქნებით, თუკი შემოვა კანონი საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვაზე? --------------------- მე თვითონ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში სადაც აკრძალულია, და ამაზე დიდი სისულელე არაფერი არ მგონია..... მასე ადვილად არ არის როგორც ჩანს.....
18) თუ ხართ საზღვარგარეთ ნამყოფი, მოკლედ გვიამბეთ იქაური ”მოწევის კულტურის” შესახებ---------------- გააჩნია სად, აეროპორტში და საავადმყოფოებში ჭუჭყიან ბუტკებში გიწევს მოწევა, კაფეებში აკრაძალულია და ამის გამო მთელი კლიენტურა გარეთ დგას და ძალიან წუწუნებენ რესტორნების პატრონები, გერმანიაში მაგრად კიდიათ,აკრძალვის მიუხედავად უმეტესობა ბარებში ეწევიან, ბელგიაში საერთოდ დაიკიდა ერთმა ქალაქმა.
19) ჯანმრთელობის მხრივ თუ შეგქმნიათ ოდესმე პრობლემები სიგარეტის გამო? ---------------- ჯერ არა
20) მოდით, ცოტა რეალობას გავცდეთ. წარმოიდგინე, რომ დაბრუნდი იმ დროში, როდესაც მოწევა დაიწყე. ხომ არ შეცვლიდი ამ ნაბიჯს? ------- არა
21) მიიღებდით თუ არა მონაწილეობას სიგარეტის ანტიპროპაგანდულ ღონისძიებაში?------------------- არა
22) რომელ სიგარეტს მიამსგავსებდი შენ თავს? რატომ?-------------------------------- ამას ვერ ვხდები რა კითხვაა