არამწეველთა კლუბი ვერ ვიპოვე და აქ დავფიქსირდები
თუ ვინმეს დანებება გინდათ ერთ დღესაც იპოვეთ მიზეზი რომ გაბრაზდეთ სიგარეტზე. გაბრაზების გარეშე არ გამოდის , თუნდაც სცადეთ აიტანოთ 20 კილოიანი პარკი მე 6 სართულზე და გული და ფილტვები ხელში რომ გეჭირებათ მერე გააანალიზებთ რას შვება სიგარეტი
მეორე დღეს შეამცირეთ 3-4 ღერამდე, როცა გეცოდინებათ დღის მანძილზე მოწევის ლიმიტი და იცი 3 ღერი მოწიე და დღეს მხოლოდ 1 გიწევს უკვე გაქვს მიზანი

2-3 დღის მერე მიხვდებით რომ ეგ 3-4 ღერი გინდ მოგიწევია და გინდ არა და საერთოდ წყვეტ. მერე 2 -3 დღე ისევ გიჭირს უსიგარეტოდ და ბოლოს ხვდები რომ გადააგდე , უბრალოდ როცა გაგახსენდებათ , ვინმეს დაუნახავთ ხელში ან სუნი მოგივათ და გესიამოვნებათ შეეცადეთ გულის და ფილტვების მომენტი გაიხსენოთ

ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევა მეორე ეტაპში გადის და არ გეგონოთ რომ 1 კვირის მერე ორგანიზმი ნიკოტინს მოგთხოვთ, თუ უბრალოდ აიგარეტის გემო მოგენატრათ და პირში ისეთი შეგრძნება გაქვთ რომ გინდათ გააბოლოთ , ადექი და დალიე ჯერ წვენი 2 ყლუპი და შემდეგ წყალი , რამოდენიმე წამში მოხსნის სურვილს , თან ფსიქოლოგიურადაც უნდა იჭიდაოთ.
მე პირადად დღეში 1 ხელ ვჭამდი , საღამოს , არც კი მაწუხებდა მუცელი და არ მახსენდებოდა ჭამა, ეგ ეტაპები რომ გადავლახე შუადღის მერე გამიჩნდა შიმშილის გრძნობა , ჰოდა არ მიაძღეთ , ერთი ბუტერბროდი ჭამეთ შუადღეს და საღამოსაც მსუბუქად , არაა საჭირო ამოყორვა , თუ პირი გთხოვთ ბევრს , იცოდეთ რომ ეგეც ფსიქოლოგიურია , სულაც რომ 5-6 ლუკმაზე გაჩერდე და მოიტმინო რამოდენიმე წუთი კუჭი უკვე ფიქრობს რომ დანაყრდა და გიქრება შიმშილის შეგრძნება . მოკლედ მადას არ მატებს დიდად სიმართლე რომ გითხრათ , დაჟე ტკბილეულს დოხუია ვჭამდი და ახლა ალბათ გავამეხუთედე ...
ესაა ჩემი მოკლე ტუტორიალი როგორ დაანებოთ სიგარეტს თავი , უკვე აღარც ვითვლი დღეებს , საბოლოოდ დავიკიდე .
თუ ვინმეს დაწვრილებით გაინტერესებთ პმში შემიძლია დაგეხმაროთ

დაანებეთ მაგ ჩალას თავი და იცხოვრეთ ბედნიერად