არ წერია ჩემი გვარი თავადაზნაურობაში

რაც გარკვეულწილად საამაყოა, რადგანაც რუსეთის შემოსვლის დროს, საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტი თავად-აზნაური იყო და აქიდან ბევრი არ შეიყვანეს , რადგანაც მთელი იმპერიის მოსახლეობაში არისტოკრატია ერთ პროცენტს ძლივს წარმოადგენდა. რუსეთმა კიდევ კომპრომისი გააკეთა და კარგად მოისყიდა დიდკაცობა მეცხრამეტის დასაწყისში, როდესაც ხუთასიათასკაციანი მიწებიდან ამდენ ოჯახს დაურიგა ტიტულები.
დღეს კსტატი, ხინოს მონასტრის რაღაც დოკუმენტი, გარიგების წიგნი მანახა ერთმა ჩემმა ისტორიკოსმა მეგობარმა, იმედია ყალბი არაა, რადგანაც ჩემი გვარი მოხსენიებულია 'გამრიგებელ' აზნაურებში, უჯმაჯურიძეების და გეგენავების გვერდით (ეს უკანასკნელებიც არ შეუყვანიათ აზნაურებში რუსეთის დროს). თვითონ დოკუმენტი 1788 წელსაა დაწერილი