ბურჟუებო და ბატონებო ყველა ქვეყნისა შეგეცით ტრაკში!!!
გაუმარჯოს პროლეტარიატს!!!!
გასწორდით საერთო მარშით,
ყბედებს ენა დავუსერ,
ჩუმად,ორატორო!
თქვენ გაქვთ
სიტყვა,
ამხანაგო მაუზერ.
კმარა ძველი წესებით თრევა,
წარსული: ადამ და ევა,
ჯაგლაგ ისტორიას შეემთხვა მარცხი!
მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
ლურჯხალათიანნო!
ფრთებით,
ზღვებს გადაშორდით მარდად!
ანდა,
იქნებ დიდ ხომალდებს პორტში
მკერდი დაუჩლუნგდათ ? მორჩით!
კმარა,
ბრიტანეთის ლომო,
ბრაზით მყეფარო,დაცხრი!
კომუნას ვერ მოსპობ,ომო!
მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
გაღმა,
მთების იქით,
მოსჩანან მზიური ბაღები.
შიმშილის,
სიკვდილის ზღვის იქით,
დაარტყით უთვლელი დაღები!
მოგვადგნენ მოსყიდულ რაზმებით
მდუღარე ტყვიების ფარცხით---
ევროპა ყვირის გაბრაზებით!
მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
არწივის თვალი არ ჩაქრება,
წარსულთან კავშირს ვერიდებით,
და ქვეყნის
კისერს
ემაგრება
მძლე პროლეტარების თითები!
მკერდით წინ,ამაყად,მოშვებით
ზეცას მიაფანტეტ დროშები,
მარჯვნივ ვინ გაბედა ? მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
თარგმანი პაოლო იაშვილისა
This post has been edited by ჟვსს on 20 Jun 2013, 22:39