ხომ შეიძლება,სხვა იცინოდეს,
შენ კი, არა და ,არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება,დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება,მომავლის გარდა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო,მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შერიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს,
ხომ შეიძლება ,ლექსს გიბეჭდავდნენ
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეიძლება,ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,-
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი, ხომ შეიძლება?!
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვაძინებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.
და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,
გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით
გვიხარია და არც გვიხარია
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება,მრუდედ გაიგონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდე მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,-
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?
მიმაგრებული სურათი