Uxeiroშენ არ ხარ ბანძი მაშინ
***
გოგონა ხალათში
თავის აივანზე ,
თმაგაშლილია,
უმზერს მაღლიდან დაბლა,
ხსნის თოკზე გაფენილ სარეცხს,
სათითაოდ,
ფერთხავს და ოთახში შეაქვს,
გამოდის, შედის,
გამოდის, შეაქვს,
დაფერთხავს, შეაქვს...
და ასე საკმაოდ დიდხანს.
ისწორებს თმას,
იტმასნის ხალათს,
კიდევ ერთხელ გადაიხედავს ძირს და შევა,
უბრუნდება ოთახის სივრცეს, იკარგება...
დაველოდები...
ის ჩემი მუზაა,
მან ეს არ იცის
ეძღვნება ერთ-ერთ ფორუმელს