მოდი აღარ გავიზარდოთ... მოდი ყველას გავუქრეთ და მარტო ჩვენ ვიხეტიალოთ ამ მდინარის პირას, შენი სუნია ყველგან,
შენი სუნთქვა ყოველ დილით მაგვიძებდეს და ყოველ წამს მარტო შენი თვალებიდან წამოსული სითბო მათბობდეს მინდა..
შენი ფერები მინდა და შენი თითები მინდა, შენი სამყარო მინდა რომელშიც მე გყავარ დამალული,
ის სამყარო მინდა სადაც ყველასგან შორს ყოველ დილით შენი სუნთქვის ხმაზე დაწერილ ლექსებს მდინარის პირას ყოველ საღამოს გიკითხავ...
პატარები ვიყოთ ისევ და დაჭერობანას თამაშის დროს წაქცევისას შენთან ტირილით მოვრბოდე მინდა,
მერე ნატკენ ფეხს მისუფთავებდე და ისე მეხუტებოდე რომ არაფრის აღარ მეშინოდეს მინდა..
შენი სხეული შენი ამოსუნთქვა მინდა,აღარ ვფიქრობდე აღარ ვტიროდე სულ ჩემთან იყო მინდა..
გამომყვები ცაში?გამომყვები ზღვაში?გამომყვები მიწაში?ბედიერი იქნები იქაც?ბედნიერი იყო მინდა

ახალი დღე მინდა ,ახალი მზე მინდა ,ახალი სამყარო მინდა, დაგხატავ გინდა?
იმ მდინარის პირას რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს ჩვენი ბავშვი ასეირნო მინდა,
მარტო გაზაფხული მინდა მარტო შემოდგომა მინდა მარტო შენი სუნთქვა მინდა,
სულ პატარები რომ ვიყოთ სულ სულ პატარები მინდა : (
This post has been edited by teo-bo on 25 Dec 2009, 04:40