უკვე +5 გრადუსია. ეხლა არის დამოუკიდებული ყველაფერი ქარის მიმართულებაზე. თუ აღმოსავლეთის ქარი დარჩება, მაშ საღამოს მოიტანს ახალ ღრუბლებს და თოვლ-ჭკაპიც გვეღირსება. მაგრამ აი თუ დასავლეთის ქარმა დაუბერაბს მაშინ ყველაფერს დაშლის. ჯერ ჯერობით ქვევით ქალაქში აღმოსავლეთის ქარია, მაგრამ ცოტა ზევით ღრუბლებში ქარის მიმართულება იცვლება, ან საერთოდ არ არის ქარი, ამიტომ ახალი ღრუბელი არ მოდის. რაც შეეხება მაღალ ღრუბლებს ისენი ყოველთვის დასავლეთიდან მოდიან.

მოკლედ იმისთვის რომ მოვიდეს თოვლ-ჩკაპი უნდა იყოს
1)მაღალი ღრუბელი, რომელიც მოდის დასავლეთიდან(აუცილებელია ნალექისთვის)
2)დაბალი ღრუბელი, რომელიც მოდის აღმოსავლეთიდან(ნალექის ძირითადი ნაწილი ამ ღრუბლებიდან მოდის)
3)სუსტი აღმოსავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი(აუცილებელია დაბალი ტემპერატურისთვის)
ამ სამი პუნკტიდან ჯერ ჯერობით მხოლოდ პირველი სრულდება და მე-3. მაგრამ რადგან მე-2 არ სრულდება მე-3ეც მალე შეწყდება!
ეხლა არის ამინდის შეცვლის 2 ვარიანტი:
1)ამოვარდება ძლიერი დასავლეთის ქარი, მოიტანს დასავლეთ-საქართველოდან თბილ ჰაერს და შეცვლის დაბალი ღრუბლების მიმართულებას და ტემპერატურას!მასეთ შემთხევავაში თოვლზეც არ იოცნებოთ!
2)ცოტა ხანში დაბალი ღრუბელის დონეზე ატმოსფეროში, აღმოსავლეთის ქარის ძალა ისევ მოიმატებს და ახალი ღრუბელის ნაკადიც გვესტუმრება. აი მაშინ კიდევ ხოოო.
მაგრამ მე-2 ვარიანტის ალბათობა არის 40%, პირველის კი 60%