STRONGESTMAN კარგი დაწვრილებით აგიხსნი ყველაფერს:
მოკლედ როგორც ზევით აღვნიშნე თუ საკონსულომ ვიზისთვის მოგთხოვა ოფიციალური დოკუმენტების წარმოდგენა,
ოფიციალურში იგულისხმება სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, მაგ: დაბ.მოწმობა, ნასამართლეობის ცნობა,
ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და ა.შ. წესით მოგთხოვს რომ ამ დოკუმენტებს აპოსტილის ბეჭედი დაარტყი და ისე მომიტანეო,
ეს აპოსტილის ბეჭედი კეთდება მარტო თბილისში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, წერეთლის გამზ. #67ა-ში,
ადასტურებს უბრალო ენით რომ გითხრა დოკუმენტის სინამდვილეს, ანუ იმას, რომ დოკუმენტი არ არის ყალბი...
თარგმნა და ნოტარიუსით დამოწმება სხვა რაღაცაა, აპოსტილით დამოწმება სხვა....
ამიტომ უნდა გაარკვიო ითხოვენ თუ არა აპოსტილის დარტყმას დოკუმენტზე და იმის მიხედვით უნდა იმოქმედო რა...

ხო გეუბნები წესით უნდა მოგთხოვონ, ამ საკითხებზე და ხშირად
მოდიან ჩეხეთში წამსვლელები და ამბობენ ჩეხეთის საელჩომ მომთხოვა აპოსტილიო...
ძირითადად მოაქვთ ნასამართლეობის ცნობები.... ხოდა ეტყობა ითხოვს თორე ისე ხო არ გააკეთებდნენ...
ნოტარიულად დამოწმებულ ასლზე შეიძლება მაგრამ ჯობია რომ თვითონ ორიგინალ დოკუმენტზე გაკეთდეს აპოსტილი...
მაგ: თუ მოითხოვეს ნასამართლეობის ცნობაზე აპოსტილი, იმ ცნობის ასლი კი არ უნდა გადაიღო ნოტარიულად დაამოწმო და დაარტყმევინო აპოსტილი,
ჯობია თვითონ ორიგინალი დოკუმენტი მოიტანო პირდაპირ და იმაზე დაერტყას.....
მოკლედ, თუ გაარკვევ რომ აპოსტილს ითხოვენ (როგორც გითხარი წესით უნდა მოითხოვონ) და თუ გაგიჩნდება რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით
აგერ თემა ამ საკითხზე....
აპოსტილი და ლეგალიზაცია მკითხე რაც გინდა და აგიხსნი...

ასევე შეგიძლია დარეკო ტელეფონზე 357-993, 357-982, 357-983 და კითხო რაც გინდა.....