#18104168 · 21 Feb 2010, 19:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Alice_
QUOTE | მთელი სტუმარ-მასპინძელი ვისწავლე და მართკუთხა პრიზმაზე დავალებები ვწერე რაც აქ ვზივარ.. |
ღმერთო, რომელსაც ვერასოდეს გიწოდე მამა, და არ ვიცი, სად ხარ. შენ არასოდეს მოისურვე ჩემთან შეხვედრა. ვცოდავდი, რაღა სასჯელში მაინც დამენახე და ვერ დაგინახე. ახლა მოგმართავ: მე, ვინც შეურაცხყოფილი ვარ არა მხოლოდ ცხოვრებით, ჩვენ რომ მოვიწყვეთ, არამედ სიცოცხლითაც, შენ რომ შეჰქმენი, ვინც შეურაცხყოფილი ვარ არა მხოლოდ სხვით, არამედ საკუთარი ჩემი თავითაც, ნიადაგ ხელიდან რომ მისხლტებოდა. ვინც გამაჩინე: რათა ცოდვა მეხარებინა, ცოდვა სრულმეყო. ისმინე ვედრება ჩემი: დაასრულე ადამიანობა! დაარულე ეს სიცოცხლე: – ნაკლოვანი, სიკვდილი რომ სჭირდება განახლებისთვის და ავადმყოფობა – სიძლიერისთვის. სიცოცხლე, ხრწნას რომ უერთდება ყოველწამიერ. შეურაცხყოფილი ვარ, ღმერთო, რომელიც ვერ გავიგე: სად ხარ, როდის ხარ. სირცხვლია – აკვანი ჩვენი. შენ სიმახინჯე აგვიზილე სილამაზეში და სიწმინდეში – ბიწიერება! მახინჯი და სამარცხვინოა ჩასახვა ჩვენი. სამარცხვინოა დაბადება ჩვენი (დედა – გულისგამხეთქად გადაშლილი) და მახინჯია სიკვდილი ჩვენი – ლპობა და დაშლა.
ღმერთო, შეურაცხყოოფილი ვარ ცხოვრებით, სიცოცხლით და ადამიანობით! შეგვადუღე, თუკი მაინც მაინც ეს გვიწერია, გამოგვხარშე, გამოგვწვი, აზილე ჩვენი ნაცარ-ტუტა და გამოძერწე სულ სხვა არსება: ძლიერი, შეუბღალავი და კეთილშობილი, რომელიც ილივლივებს წყალში, ჰაერში. სახლი იქნება მისთვის მიწაც და მიწისქვეშეთიც.
რომლის სიყვარულიც არ დასრულდება წამხობით, დაწოლით და წაპირქვავებით. რომლის სხეულის გვირაბებშიც ხრწნაშემდგარი, ოხშივარიანი საჭმელ-სასმელი არ იბუყბუყებს. რომელსაც ექნება თვალები – წყაროს წყალივით და ფრთები – ძლიერი და დაულაქავი. დახურე, ღმერთო, დედამიწის ლაზარეთი. წალეკე დრო, სისხლი და ხორცი და ჩვენი ნაცატუტა ახალ თიხად გამოიყენე. ამინ!
--------------------
ნაგვისაგან ტორტს ვერ გამოაცხობ!!!! არ არსებობს იაფი და კარგი!!! მაგრამ ყოველთვის არსებობს გამოსავალი...
Climat Service გათბობა ფეისზე
|