მაშ ასე, პატივცემულო საზოგადოებავ. ვზივარ ჩემთვის წყნარად, არავის ვაწუხებ, და უცებ მესმის დინამიკებში ნაცნობი ხმები, რომლებიც მობილურის აქტივობას უძღვება ხოლმე წინ. რამოდენიმე წამში sms-იც მომდის. ვიხედები შიგ და ვხედავ, რომ გამგზავნი არის ვინმე (რამე?) "klitori". ტექსტი კი შემდეგია: "gindat sheyot shig? ver mogartvit".
ნუ პირველი აზრი მაქვს რომ ვიღაცამ ლევად ჩამიწერა თავისი ნომერი და დააწერა კლიტორი. მაგრამ ნომრების წიგნაკში ვერანაირ კლიტორს ვერ ვპოულობ. დალ'შე - ბოლ'შე. მესიჯის დეტალებში ნომრის მაგივრადაც მარტო ეს klitori წერია.
კაი, გავიკითხე მეგობრებში და დარეკეო ჯეოსელში 928-ზე და იკითხე. ვრეკავ ჯეოსელში, აერთებენ ოპერატორს, თან წინასწარ მაცნობეს რო სერვისის გაუმჯობესების მიზნით საუბარი იწერება და ასე შემდეგ. კაროჩე ოპერატორი იასნა გოგოა და ვუხსნი, რომ უნომრო ნომრიდან მომივიდა უცნაური შინაარსის მესიჯი და გამგზავნის ვინაობა მჭირდება. ნომერი მითხარიო. რაფერ გითხრა-მეთქი თუ არ წერია. აბა რა წერიაო. კაი-მეთქი (სამა ნაპროსილას') და ვაჯახე რო წერია კლიტორი. კლიტორიო? - გაიმეორა და ნახევარი წუთით სიჩუმეში დამტოვა. მერე დაბრუნდა და ბოდიშს გიხდით მაგრამ მაგ ინფორმაციას არ ვფლობთო. აბა რა ვქნა-მეთქი და წაშალეო ეგ მესიჯი

და მერე განწირული ხმით მადლობა მომიხადა ზარისთვის, იწერენ და რა ქნას

ხოდა რა კლიტორი მოხდა ვინმემ იცით?