არა, რაღაცას რომ დააბრეხვებ, იმის თავიც უნდა გქონდეს პასუხი მოისმინო და არა "პასუხის ღირსად ნუ ჩამთვლითო" და გაიპარო თემიდან.
ყველა მაგარი ტიპები არ ვართ, როგორც ხედავ ზოგი ვართ მხოლოდ მოაზროვნე და ზოგი კიდე დამყაყებული აზროვნების არის, ზოგს სულ არ შეუძლია და ზოგს კიდევ ბევრი შეუძლია - პლანეტაზე საერთოდ ასეა, ცოტა ჭკვიანია და უხვად დებილი.
მაგრამ ეგ ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ საღი აზრი არ უნდა გაგაჩნდეს, თუ მისი შეხედულება ის არის, რომ ცაში უფალი ზის და ადამიანებს საჩქურად შვილებს ჩუქნის მაშინ რატომ ვერ პასუხობს იმას რომ ხანდახან უფალი ცუდ საჩუქრებს აკეთებს? ისეთ ცუდს რომ თავად საჩუქარიც იტანჯება?
აქ ხალხს მოუწოდებს აბორტი არ გაიკეთოთ იმიტომ რომ თურმე ღვთის საჩუქარია - გაუპატიურების მსხვერპლიც რომ დაფეხმძიმდეს - ეგევ საჩუქარია? თუ მაგაზე პასუხი არ გაქვთ? ან თუ წინასწარ ცნობილია რომ ადამიანი დაავადებული დაიბადება?
და სანამ ღმერთზე, უღმერთობაზე და უფალზე დაიწყებთ საუბარს, ეგებ ბიბლიაში ჩაგეხედათ?
13. ვინმე დაწვება მასთან თესლის მიღვრით და ეს დაფარული იქნება მისი ქმრის თვალთაგან, ქალი კი მალულად წაბილწულია, მაგრამ მოწმე მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არ წაუსწრიათ,
14. ქმარს ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც წაბილწულია, ან ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც არ არის წაბილწული,
15. მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს მისი გულისთვის შესაწირავად მეათედი ეფა ქერის ფქვილი; ზეთი არ დაღვაროს ზედ და არც გუნდრუკი დაადოს, რადგან ეს ეჭვიანობის შესაწირავია, დახსომების შესაწირავი, უკეთურობის დასახსომებელია.
16. მიიყვანს ქალს მღვდელი და უფლის წინაშე დააყენებს.
17. აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით და მიწას სავანის ნიადაგიდან, აიღებს ამას მღვდელი და წყალში ჩაყრის.
18. დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე და თავს გაუშიშვლებს ქალს, მუჭში ჩაუდებს დახსომების შესაწირავს; ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამაწყევარი.
19. დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის მას: თუ არავინ დაწოლილა შენთან და არ შეცთენილხარ და არ წაბილწულხარ შენი ქმრისთვის, არას გავნებს ეს მწარე წყალი, დამაწყევარი.
20. ხოლო თუ უღალატე შენს ქმარს და წაბილწული ხარ, ვინმეა ნაწოლი შენთან ქმრის გარდა,
21. დააფიცებს მღვდელი ქალს წყევის ფიცით და ეტყვის მღვდელი ქალს: უფალმა მიგცეს წყევას და ფიცს შენს ხალხში, რომ საზარდული დაგიდნეს და მუცელი გაგისივოს,
22. შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!
23. დაწერს მღვდელი ამ წყევლას გრაგნილზე და მწარე წყლით გადარეცხავს.
24. დაალევინებს ქალს მწარე წყალს, დამაწყევარს, და შევა მასში დამაწყევარი წყალი გამამწარებლად.
25. გამოართმევს მღვდელი ქალს ეჭვიანობის შესაწირავს, შეარხევს ამ შესაწირავს უფლის წინაშე და მიიტანს სამსხვერპლოზე.
26. აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.
27. დაალევინებს წყალს და თუ წაბილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისათვის, შევა მასში დამაწყევარი წყალი გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო. შეიქნება ეს ქალი დასაწყევლი თავის ხალხში.
28. თუ ქალი არ არის წაბილწული და სუფთა იყო, ვნება არ მოუვა და განაყოფიერების უნარი შერჩება.
29. ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება,
30. ან როცა ქმარს შეიპყრობს ეჭვიანობის სული და იეჭვიანებს თავის ცოლზე: დააყენოს თავისი ცოლი უფლის წინაშე და მღვდელი მოექცევა მას ამ რჯულის თანახმად.
31. ქმარი გათავისულდება დანაშაულისგან და ამ ქალს დაეკისრება დანაშაული.
love_u
დაუსწრებლად მეუასები
This post has been edited by Internet_Contraband on 19 Mar 2010, 15:43