Miss secretბავშვთა სახლში წადი, საჩუქრები წაუღე, დიდი ტორტი წაიღე, ნამცხვრები წაიღე. შენც ისიამოვნებ, ბავშვებსაც გაახარებ, კარგ საქმესაც გააკეთებ, არც არასოდეს დაგავიწყდება. უფრო მეტი არ დაგიჯდება, ვიდრე 15 დაქალ/ძმაკაცის სადმე დაპატიჟება

თუ ეგ და ამის მსგავსი ვარიანტი არ გაწყობს, მაშინ უამრავი სხვა რამის მოფიქრება შეიძლება:
1. თუ მანქანის პონტი გაქვთ ქალაქგარეთ, საჭმელ/სასმელიანა, ბანალურია, მაგრამ ჰაერზე უფრო შეგერგებათ.
2. თუ "ჯაან ტაკოი" სიტუაცია გინდა გაიკითხე ყველაზე ახალი და მოდური ბარი/რესტორანი რომელია და იქ გადაიხადე, ამაყი იქნები.
3. თუ რამე ორიგინალური გინდა მოძებნე სწორსახურავიანი კორპუსი, სახურავზე გაშალეთ სუფრა და იქ გადაიხადე, მეზობლები თუ ამოგივარდნენ დაპატიჟებთ და ეგრევე მოგვარდება სიტუაცია.
4. წინა საღამოს მატარებლის ბილეთები აიღე და უახლოს მეგობრებთან ერთად წადი ვთქვათ ბათუმში, ერთი დღე იქნებით და წამოხვალთ უკან, მთელი გზა იქნებით ჭამა-სმა-ხორხოცში, თან გზაში მოუწევს შენი დაბადების დღე, თან ბათუმში ჩახვალ, ზღვის პირას იმაიმუნებთ ცოტას და გაერთობით.
5. კიდე შეიძლება მავნებლობითაც დაკავდე, მაგალითად დაპატიჟო ხალხი რესტორანში სადაც დაბადების დღეს არ იხდი და საერთოდ არ მიხვიდე, რო დაგირეკავენ გაიკვირვო, მე როდის დაგპატიჟეთთ, საერთოდ არ ვიხდი დაბადების დღეს, ვზივარ ჩემთვის სახლშითქო.
6. ფორუმის კალენდარში ნახე ვის აქვს შენ დაბადების დღეზე დაბადების დღე, შეეხმიანე და ერთიანად გადაიხადეთ დაბადების დღე, მარტო იუბილარებმა, სტუმრებიც თქვენ იქნებით და მასპინძლებიც, თან ახალ ხალხს გაიცნობ

7. გადი ქუჩაში და 10 შემთხვევითი ადამიანი, ვინც მოგეწონება დაპატიჟე დაბადების დღეზე, პროსტა მერე რა მოხდება არ ვიცი
და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.