... აუქციონზე გააქვთ ო.ჯეი. სიმპსონის ოფლსაწმენდი. საწყისი ფასი 18 000 დოლარი.
მყიდველი 28 წლის ფილიპინელია, რომელსაც ნიუ ჯერსიში დამკრძალავი ბიურო აქვს. კურტ რასელის ბენდენა, რომელიც მას Escape From LA-ის დროს ეკეთა, გერმანელი კლერკის საკუთრება ხდება.
მორიგი რარიტეტი. წერილი…
კურტ კობეინის წერილი, რომელიც ლეგენდარულმა პერსონამ ცოლს, კორტნი ლავს დაუტოვა. ხო რა, დაუტოვა და არა მისწერა. იქამდე, სანამ თავს მოიკლავდა. საწყისი ფასი 84 ათასი დოლარი. ფასი იწევს ასამდე, ჩერდება 133 ათასზე და მორჩა, გაყიდულია. მყიდველია “ნიუ იორკ იანკისის” კაპიტანი, ლეგენდარული დერეკ ჯიტერი.
“კურტი ჩემი კერპი იყო. Nirvana ქმნიდა მუსიკას, რომელიც გაშორებდა ყოველივე სულიერს. კურტი არ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია”, - ჯიტერმა კომენტარი გააკეთა, “ასტონ მარტინში” შეხტა და მოშორდა იქაურობას.
რა ეწერა კურტის ბოლო წერილში?
“იცი, რომ ვიხსენებ, რამდენი სისულელე გამიკეთებია და როგორ ვკლავდი შენში ყველაფერს კარგს, თბილს, შენთვის საუკეთესოს პატივს არ ვცემდი, აქ რომ დავრჩე, თავს ზედმეტად…არა, ზედმეტად არა, უხერხულად ვიგრძნობ. ხვდები ხო რას ვგულისხმობ?
კორტნი, ის დღეები, როდესაც ვერ გხედავდი, რაღაც ახალს ვწერდი. მომწონდა, რომ მოტივაციას არ ვკარგავდი, მაგრამ გკარგავდი შენ და მერე ბოლომდე დაგკარგე.
ქალი ყოველთვის სუსტი მეგონა, შენში ხშირად ვერ ვხედავდი იმას, რაც უნდა დამენახა და მართლა გული მწყდება, გვიან რომ გაგიცანი.
იცი, ყოველდღე გხედავდი, ხვეულ კიბეზე ადიოდი, ჩემსკენ უფრო ინერციით იხედებოდი, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ გრძნობდი…ჩემს გრძნობებს. ან შეიძლება ვერც გრძნობდი. მე ხომ არასოდეს მითქვამს შენთვის, რომ სიცოცხლეზე მაგრად მიყვარდი. არ მითქვამს, არა?
შენი თმა…ხშირად დაუბანელი, მაგრამ მაინც შენი იყო და მართლა მიყვარდა.
შენი თვალები…იშვიათად გამოუძინებელი, მაგრამ ყოველთვის სისხლჩაქცევით.
შენი ხელები…მაგარი სუსტი, მაგრამ იცი როგორ მიყვარდა ეგ ხელები?
…და ჩემი ჯოჯოხეთი, რომელიც ყოველდღე მძიმდებოდა იმის გამო, რომ გხედავდი, მაგრამ თან ვერ გხედავდი. ალბათ, არ მყოფნიდა ის დრო, რასაც შენს გვერდით ვატარებდი.
ბოლოს რაც დავწერე, ბოლომდე ვერ გაიგე, მაგრამ მთავარია, მე ვიცოდი, რაც დაგიწერე და ალბათ, რომ ვეღარ გნახავ, მერე მიხვდები…
და რას უნდა მიხვდე? იმას, რომ ბოლო დღეები შენთვის ვიცხოვრე და უკეთესად რომ გაგეღვიძა, მე რომ აღარ შეგაწუხებდი უაზრო ყურადღებით და კიდევ ბევრი სხვა რამით. არ ვიცი რითი, მაგრამ მაინც ხო გაწუხებდი…? და ამის გამო მივდივარ…უკვე წავედი.
ყოველთვის შენს საკურთხეველთან გამეღვიძება ყველგან, სადაც არ ვიქნები.
და ვიქნები იქ, სადაც შენ არ იქნები.
კარგად იყავი და ვიცი, რომ ეგრე იქნები.”
დერეკ ჯიტერმა იყიდა სითბო და კურტის სიყვარული.
ცუდია, რომ სითბო და სიყვარული აუქციონზე გააქვთ.
in love with incredible...
Смейся, и весь мир будет смеяться вместе с тобой. Заплачь — и ты заплачешь в одиночестве.