Shady.ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერ კონცერტზე დასწრების მსურველებს ორგანიზატორები თბილისიდან უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობენ.
ქართველი მომღერლები და პროექტის ორგანიზატორები კონცერტზე დამსწრეთა მსურველებს სთავაზობენ უფასო ტრანსპორტირებას თბილისი–ზუგდიდი–თბილისის მიმართულები.
ავტობუსები გავა სპორტის სასახლიდან 11.00 საათზე. რეგისტრაცია 25 მაისამდე იწარმოებს. ადგილები შეზღუდულია.
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას „კოალიცია სამართლიანობისათვის“ ტელეფონის ნომერზე +995 32 47 12 17.
ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი 26 მაისს, 18:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. ასევე, ქართველი მუსიკოსები – "მგზავრები ", სალომე კორკოტაშვილი, სტრინგი, პორნოპოეზია და რემა.
კონცერტში მონაწილე ყველა ვარსკვლავმა საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა.
ეს მოკლედ