მოკლედ ყოველდღე ერთფეროვნება შეიძლება ?
როგორც იტყვიან არაფერი მაკლია, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ერთფეროვნებით დავიღალე. ქუჩაში გახვალ ყველა წუწუნებს, მოწყენილი სახეები. სადმე წახვალ და სად უნდა წახვიდე ? სად შარდენზე ? ზიან პროსტა, აი პროსტა ზიან სვამენ ყავას და გამვლელებს უყურებენ და ვსიოო ჭორავენ...პეროვსკაიაზე ? იქ რასაც 10 წლის წინ უკრავდნენ იმას უკრავენ დღესაც, გამოხვალ გარეთ და დაჟე მათხოვარიც კი ბლატნოი გხვდება პეროზე, ირგვლის სულ აუ ჩემი და ჩემიდშშშშ ისმის. კუს ტბაზე ახვალ დასასვენებლად ? იქ დასვენების გარდა ყველაფერს იზამ. ლამის ტურნირი ტარდება კუს ტბაზე ვინ უკეთესი მანქანით ავა და ვინ უკეთესი გოგოთი, ერთი სული აქვთ ვინმე ნაცნობი შეხვდეთ რომ გაიმარიაჟონ

ღამე პატრული აი პროსტა ზა პროსტა ტვინს გიტYNAVს გაჩერებს, ჩაბერე, თავიანთი ზედმეტი "ზრდილობიანი" საუბრით ნერვებს კიდევ უფრო გიშლიან. სახლში ? სახლში მარტო რომ ვზივარ ვიგრუზები, არ ვიცი რა ვაკეთო. ქაუნთერს ხომ არ ვითამაშებ ? უბანში ჯოკერი ? დავიღალე უკვე წაგებებით და შესაბამისად "პივის" ზიდვით და ჩაბარებებით, ისე ხომ არავინ გეთამაშება. იპოდრომზე სირბილი და ვარჯიში დავიწყე და ძაღლმა მიკბინა

ეხლა ტოტალიზატორის თამაში დავიწყე იქნებ ფეხბურთი შემიყვარდესო და სულ ვაგებ და ვაგებ

სადმე კაფეში წახვალ, შეჭამ ილაპარაკებ და მერე რა ? ნუ მოწევ რომ შეჭამ მერე და ვსიო, მერე ?
სამსახურზე არაფერს დავწერ, ჩემს სამსახურზე ინტრიგებით სავსე სამსახური მგონი მეორე არ არის.
თქვენ როგორ ცხოვრობთ ამ ერთფეროვან თბილისში ? რამე რჩევები მომეცით რა )))
This post has been edited by Лед on 15 May 2010, 23:05