აღარც გრძნობები და აღარც ემოცია,
აღარც ცხოვრებაში გვერდით თანამგზავრი.
ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ,
ალბათ სიყვარული მე არ დამანათლეს,
მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი
და კიდევ ლექსები!.. ერთსაც დავამატებ...
ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია,
ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო
ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო
არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.
მიმაგრებული სურათი