ჩემი საგარეჯოელი თანამშრომლის - ზურას (კახურად ჯურო-ს) რამოდენიმე პრიკოლი:
ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ უთხრეს საგარეჯო კაცო გარე კახეთია და შენ რა კახელი ხარო, ამან - იიი, ვირი გინდა შიგნით დააბი გინდა გარეთა, ვირი - ვირიაო
ერთხელ შემოვდივართ სამსახურში და დაცვის თანამშრომელი გაიჩითა დილაადრიან გნგრეული მთვრალი, მოვიდა და რაღაცას ეუბნება - სიტყვა არ ისმის ისე ლუღლუღებს, ჯურომ - ჯოუ...რა წყალში გაკუებულივითა ბუყბუყებ შე კარგ****ო, გაიწი გამეცა კაცო იქითაო
ვინმე გემრიელ ქალს რომ დაინახავს - აბა უყურეე ჯოოუ, სულ საჭმელი ხორცები აქო
ჩემთან მოვა ხოლმე სამსახურში, მხარზე ხელს დამიტყაპუნებს (სწორი და ჯანიანი მხრები მაქვს

) და - აბა დახე, რა სააპარატე ბეჭები ააქო
ერთი გაუთხოვარი გვყავს, და ეუბნება - მაიტა გოგოუ, მომე, მაინც მიწამ უნდა შაგიჭამოსო
სიდედრზე ვეუბნები - რა კარგი ქალია-მეთქი და - იი, შენ გახდილი არ გინახიაო

სამსახურში შემოვიდა. ორი ჩემი თანამშრომელი კაცი იდგა ლაპარაკობდნენ, ჩაიარა და - რა კაცებივით დამდგარხართო
მანქანით მოვდივართ, კაი ხანს წინ ვიღაც შუა გზაში მიდიოდა 20-ით, ძლივს გაგვატარა, ამან გინებით გადაუსწრო, მერე სარკეში გაიხედა და - ჰაააა მიგაგდე კვდარო წეროი სკინტლივითაო
თავის მელოტ სიძეზე იძახის - აიი ჩემ დას სულ იმ გამხმარ ტრაკზე უნდა მათრახი ამ მიგალკათავიანს რო გაიყვაო
მაგის დაბადების დღეზე ვიყავით საგარეჯოში, ფერდები გვტკიოდა სიცილისგან და ცრემლები გვცვიოდა ისეთი სასტავი იყო. მერე იქაური მამაო მოვიდა - ახალგაზრდა კახელი კაცი იყო. რომ მოვიდა და დაჯდა ყველა გაისუსა, ქალებმა სიგარეტები ჩააქრეს. იყურა იყურა ამ კაცამ, მერე საზურგეს მიეყუდა და შემოგვძახა - რაა არი ხალხოუ ჰა? რა იყო რაააა მაჯლაჯუნა კი არა ვაარო
მამამისი უჯდა ბუხარს ერთხელ იქ, ქეიფი იყო, მწვადებს გვიწვავდა, ამ დროს ჯურო იძახის - უაა კოხტამ დამირეკა ეხლა აქ მოდისო, მამამისი - ჰმ.........ეგ თუ კოხტაა მაშ მე პრინცესა ვყოფილვარო...............ცოტა ხანში დაბალი, ძალიან შავი და გვერდით ოქროსკბილიანი კოხტა შამოიდა

ავყირავდით ის კიდე გაოცებული გვიყურებდა რა არი ხალხო აგრე გაგიხარდათ რო მოვედიო
ჩემთან კახელი ბიჭები აყენებდნენ ფანჯარას, ერთი ასული იყო ზემოთ და მეორე იჭეს და თან ეუბნება - მოიდა, არ წაივარდე ჯოო
ვინმე ძალიან გამხდარი როცაა ჯურო ეუბნება - რას იღრიჯები ერთი გაბანება ხარ დარჩენილიო
მაგასთან დავრჩით ქეიფის მერე. ზოგი ავიდა დაიძინა, ბუხართან რამოდენიმე დავრჩით, მოგვიჯდა - მეუბნება კაცი რა უყავ ბაბო? ვეუბნები - ავიდა დაიძინამეთქი, ადე წამო აგაცილო ვინმემ კბილი არ გაგკრასო

ავედით ზემოთ და იმისი ხვრინვა უკვე კიბეზე ისმოდა. შემომხედა და - აბა ამაი ეხლა შენთან ჯაჯგურის თავი აააქ? წამო წამო დაბლა ჩამო ისევ ბუხარ მივუჯდეთო
შარშან ჩემი იტალიელი მეგობარი გოგო ჩამოვიდა. მოვატარე რაც მოვასწარი მოკლე დროში. ჯურომ დამირეკა - იცოდე უჩემოდ არსად გაუშვა უნდა დავათროო, ვეუბნები ამაღამ მიფრინავს ადამიანო, არ გვცალია უკვე ვლაგდებითთქო , არ მომისმინა. საღამოს მირეკავს და სადა ხართო, აეროპორტში მეთქი, აუ რო აღრიალდააა

ქალოოო მაი ე მანქანა ტყუილა გავრეცხეე? ამი კრასკას და ცემ სახეს მზი შუქი რამდენი ხანია აღარ დაუნახამ. აი მოდი ერთი ხვალ სამსახურში ომი უნდა გამოგიცხადოვო (მანქანა გარეცხა და წვერი გაიპარსა)

აუ ბევრია და თუ კიდე გამახსენდა დავწერ