საახალწლოდ კახეთში მივდიოდი და ყველა კახური სხარტულა ხო ნავთლუღის სადგურში უნდა გაიგოს კაცმა...

მოკლედ სხარტულების მთელი ბუკეტი იყო იმ დღეს
იქ ვინც იცის ერთი კახელი კაცია გია, ამ სქმის მასტერია, მარშუტკების ბილეთებს ყიდის ხოლმე
- ჯერ იყო და სანამ გავიდოდი ერთი კაცი გვაკლდა და ეს გია ეძებს გამწარებული, სადღაც დაინახა და ეძახის
დროზე მოდი ბჯო, რასაიტრიალებ მწვანე ბუზივით (მწვანე ბუზი იცით ალბათ რისიც არის)
- მერე ტრასაზე რომ გამოვდიოდით გამოსასვლელთან ერთმა ოთხად მოკაკვილმა ბებომ გადაურბინა, შოფერმა ძლივს მოასწრო და დაამუხრუჭა, თავი გადაყო და
ეძახის
- ბაბო რა მთვარეულივით დაიდიხარ, საახალწლოდ თქვენებ სურპრიზი გინდა მოუმზადო ?!!
- ვინც იცით ისანთან ცოტა ანელებენ ხოლმე რომ დამატებით ხალხი აკრიფონ და ერთი მომენტია რომ სართიჭალისა და ახლო სოფლების კლიეტები სასტიკად არ
მიყავთ, ხოდა ეს ჩვენი შოფერიც მოემზადა წინასწარ ხმა დაიყენა მკაცრი უარისთვის, წარმოიდგინეთ კახური უარი და თან კიდე ტონდაყენებული
ერთმა გამლელმა შემოსძახა ყოველშემთხვევაში
- სარჭალაში წამიყვაან ?
- არაა !!!
- რაიყო რა, უნ გადააფრინდე ?

- და ბოლოს, გზაში ერთი მარშუტკა გადაგვეკიდა მაინცდამაინც ჩვენზე წინ უნდა ევლო ალბათ ფიქრობდა უფრო ადრე ჩავალო, თან სწრაფადაც არ მიდიოდა,
მოკლედ ერთი მომენტიცაა და ჩვენი შოფერი ცდილობს გადაუსწროს, ის არ გვაცდის და შედეგად ჩვენი მარშუტკა გავქანავებს აქეთ იქით, ატყდა ერთი ამბავი,
განსაკუთრებით ქალები აყაყანდნენ, ნელა იარე არ დაგვღუპო და ეგეთები..
შუაში ორი კახელი ბიძა იჯდა ერთი მაგარი პირამიდა კისრით მეორე ჩხირივით იყო და წინასაახალწლოდ ლუდს უბერავდნენ მოთელვის ამბავში, ხოდა ხმაური
რო ატყდა ის გამხდარი ეძახის შოფერს:
- ბჯო, აე სული მამაქ, სახლამდე მშვიდობით ჩამატანინე და მერე თავში ქვაც გიხლია