გმირთა მოედანზე ესტაკადას მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დღეს გახსნის
გმირთა მოედანზე ესტაკადას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დღეს გახსნის.
ესტაკადა თბილისში ახალი ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ვაკე-საბურთალოს გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით შენდება. მშენებლობა გასული წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.
პროექტის მიხედვით, მდინარე ვერეზე მოეწყობა 5 ხიდი. გარდა ამისა, მაგისტრალზე გაკეთდება სამი ესტაკადა. მათ შორის, თამარაშვილის ქუჩიდან გადმოსასვლელი 480 მ. სიგრძის და გმირთა მოედანზე გადასასვლელი 520-მეტრიანი ესტაკადა.
ბიუჯეტიდან მშენებლობაზე წელს 30,8 მლნ ლარი დაიხარჯება. მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დასრულდება.
ახალი გზის პროექტირება ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას, საგზაო ინსტიტუტ “საქგზამეცნიერებას” დაევალა, მშენებლობას კი, ტენდერში გამარჯვებული ქართულ-გერმანული ფირმა “caucasus road projecti” ახორციელებს
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1გადადგეს პირსისხლიანი მიშა